| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საახალწლო დღეებში ბავშვები ძირითადად სახლში არიან და ახალი სათამაშოებით ერთობიან. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს გააკონტროლოთ რას და რა რაოდენობით ჭამენ.
Etaloni.ge გთავაზობთ 5 გზას, რომ ბავშვები საახალწლოდ მავნე საკვებისგან დავიცვათ
შვილისთვის სანიმუშო თქვენ უნდა იყოთ!
შვილები თუ ხედავენ, რომ საახალწლო დღეებშიც კი სწრაფი კვების ობიექტებში დადიხართ და საკვებს იქ ყიდულობთ, მათაც მოუნდებათ ბურგერებითა და სენდვიჩებით იკვებონ. თუ მაინც და მაინც ბურგერების ჭამა უნდათ, სახლში ჯანსაღი პროდუქტებით მოუმზადეთ.
შეეცადეთ საახალწლო დღეებში შვილებთან ერთად სახლში ივარჯიშოთ. სათანადო ვიდეოებს ინტერნეტში მრავლად ნახავთ.
შეგიძლიათ შვილებთან ერთად დეკორატიული თუ მარადმწვანე მცენარეების სანერგეში მოხალისედ წახვიდეთ ან უბრალოდ დაათვალიეროთ და ასე მათ ბუნება და ჯანსაღი საკვები შეაყვაროთ.
ისაუზმეთ, ისადილეთ და ივახშმეთ შვილებთან ერთად
ბავშვებს სურთ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად სადილობდნენ თუ ვახშმობდნენ. ასე მათ ჯანსაღადაც გამოკვებავთ და მათთან ერთად საინტერესო თემებზეც ისაუბრებთ. თქვენი საახალწლო დღეებიც უფრო თბილი და სასიამოვნო იქნება.
დაიწყეთ თამაში „კარგი ნიშნები კარგი საჭმლისთვის“
ყოველდღიურად ქულებით შეაფასეთ საჭმელი, რომელსაც თქვენი შვილები შეჭამენ. მაღალი ქულები მიანიჭეთ ჯანსაღ პროდუქტებს, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული და ა.შ. დაბალი კი, სწრაფი კვების ობიექტების საჭმელს.
გადაეცით ჯილდო
იმისთვის, რომ არაჯანსაღი საკვებით არ იკვებონ, შვილები წაახალისეთ და დაასაჩუქრეთ. უთხარით, რომ პირობას თუ შეასრულებენ კონცერტზე, თეატრში ან კინოში წაიყვანთ. თქვენთვის ყველაზე მარტივია ყოველდღიურად სულ რამდენიმე წუთით პარკში ერთად გასეირნებას დაპირდეთ.
ტელევიზორის საყურებლად ლიმიტი დაუწესეთ
საახალწლოდ და არა მარტო, სატელევიზიო რეკლამების დიდი ნაწილი ისეთი საკვების პოპულარიზაციას ეთმობა, რომლებიც ბავშვების ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. ამიტომ შეეცადეთ ტელევიზორთან დიდი დრო არ გაატარონ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ!
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად