სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

მამუკა ლომაშვილი: „ფსიქოლოგიურად მომსპარი თაობა ვართ!“
30-11-2019
-
+


მშვიდი და დამჯერი ბავშვი იყო... არცთუ ბეჯითი, თუმცა საღამოს სკოლაში გადასვლის შემდეგ, ტექნიკური საგნები ისე შეუყვარდა, ხუთიანებზეც ჰქონდა პრეტენზია. საგნისადმი ბავშვის დამოკიდებულება, მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლის დამსახურებააო, - გაგვიმხილა, საკუთარი ბავშვობის ხანა - ბნელი 90-იანებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ არა პაროდისტობა, კარგი იურისტი დავდგებოდიო. თუმცა მსახიობობა ყოველთვის უნდოდა და ჭადრაკის თამაშისას დაფას სცენად, ხოლო ფიგურებს, მსახიობებად წარმოიდგენდა...

მერე იყო პრეზიდენტის პაროდიის მრავალწლიანი ეტაპი და საბავშვო თეატრ „მაჩაბელას“ დაარსება, რომლის გადარჩენისთვის დღემდე იბრძვის, Etaloni.ge-სთან საუბარს კი მამუკა ლომაშვილი ბავშვობის გახსენებით იწყებს.

- ძალიან ცუდ პერიოდში მოუწია ჩემს თაობას ცხოვრება... როდესაც წიგნების განახევრებული რაოდენობა შემოიტანეს კლასში, დიდი სტრესი იყო. მახსოვს, კენჭი უნდა გვეყარა, ვის შეხვდებოდა ესა თუ ის წიგნი...  ახლა შეადარეთ ჩვენი და დღევანდელი თაობის ბავშვობა. თუმცა, ეს ყველაფერი დროს მოაქვს - იმ პერიოდში ასეთი თაობა ვერ იქნებოდა, ამ თაობაში კი ისეთი ბავშვები ალბათ ვერ ვიქნებოდით.

- მამუკა, 90-იანებმა როგორი ბავშვები გამოზარდა?

- დასტრესილი ბავშვები გაიზარდნენ - ფსიქოლოგიურად მომსპარი თაობა ვართ! იყო ყველაფერი და მერე, ერთ დღეს, აღარაფერი გაგვაჩნდა, დილის 6 საათზე ჩადიოდი პურის რიგში და შეიძლება, ისიც არ შეგხვედროდა; მაშინ გავიგეთ, თურმე არსებობდა მარილიანი კარაქი... იყო 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, სამოქალაქო ომი. ცუდი რაღაცები მოხდა იარაღიანი ხალხის გადამკიდე...

კარგად მახსოვს პერიოდი, როცა სოფლად გადიოდა ხალხი საცხოვრებლად; ბავშვებს ჩასაცმელი არ ჰქონდათ და ამის გამო სკოლაში ვერ დადიოდნენ. ეს დიდი სტრესი იყო და ახლა რომ ვაანალიზებ, ალბათ ყველას დაგვეტყო. არ გვქონდა შუქი, გათბობა, შეშის ღუმელები დავდგით...

მახსოვს, „სნიკერსი“ რომ შემოვიდა, ტელევიზიით მუდმივად ტრიალებდა რეკლამა, ყიდვის საშუალება კი არ იყო... უცებ ზარია კარზე და ვხედავ, ჩემი კლასელი ნატო ხელსახოცში გადახვეულ „სნიკერსის“ პატარა ნაჭერს მაწვდის; თურმე დედამისმა უყიდა, ნატომ კი შვიდ ნაწილად გაყო და მეგობრებს დაგვირიგა. მგონი, თვითონ არც უჭამია... ეს ემოცია მთელი ცხოვრება გამყვება.

- მაშინ უფრო ტოლერანტულები ვიყავით?

- უფრო ადამიანურები ვიყავით, მჭიდრო ურთიერთობები იყო, ახლა კი ვირტუალურ სამყაროში გადავედით. ალბათ ყველა დროს თავისი მოაქვს და ეს მხოლოდ ადამიანების ბრალი არაა. დღეს სხვა მოთხოვნებია, სხვა გართობა, სხვა დამოკიდებულება და ურთიერთობაც, ბუნებრივია, შეიცვალა.

გახსოვთ ნავთის ლამპა, წითელი და მწვანე „კერასინკა“?.. ხალხი თვითგადარჩენაზე ფიქრობდა და ეს, უნდა ვაღიაროთ, რომ განათლების დონეზეც აისახა - იმ პერიოდში მასწავლებელმაც დაკარგა ფასი.

- დღეს იმ პერიოდის შედეგებს ვიმკით, როცა სწავლაც ბიჭებში ცუდ ტონად მიიჩნეოდა?

- ჩემთან სწავლა ცუდი ტონი არ ყოფილა. საღამოს სკოლაში რომ გადავედი, იმდენად შეკრული კლასი ვიყავით და ისე მოვუმატეთ სწავლას, რომ გაკვეთილებსაც კი არ ვაცდენდით.

- პაროდისტობა რამ გადაგაწყვეტინათ...

- მე იურიდიულზე ჩავაბარე...

- არშემდგარი იურისტი ხართ?

- არა, უმაღლესში კარგად ვსწავლობდი და ჩემი პროფესიით ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ ერთხელ „მანსანკანიდან“ მეგობრებმა მთხოვეს დახმარება, ერთი პაროდია გავაკეთე და იმ ერთმა გამოსვლამ გადაწყვიტა ყველაფერი.

- წლების განმავლობაში იმ პრეზიდენტის პაროდიის კეთება, რომლის მიმართაც საზოგადოების უკმაყოფილების კოეფიციენტი მაღალი იყო, მამუკა ლომაშვილისთვის პროგრესი იყო თუ შავი ლაქა?

- მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, კარგი იურისტი ვიქნებოდი, მაინც არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის პაროდიის კეთება შავი ლაქა იყო - კარგი დღეებიც მახსოვს, უბრალოდ, ამის კეთება საქართველოში რთულია.  ეს პროფესია დაფასებული არაა - სალაპარაკო ჟანრი ჩვენს ქვეყანაში კვდება, რაღაცის გაკეთება რომ გინდა, ხელს არავინ გიწყობს.

იგივე შემიძლია გითხრათ საბავშვო თეატრებზე, რომელიც არავის აინტერესებს და მხოლოდ ჩემი თეატრის სახელით არ ვსაუბრობ -  საბავშვო ფესტივალი გავაკეთეთ, რეგიონებიდან ჩამოდიან, მაგრამ ბევრი ვერ მონაწილეობს ფინანსების გამო, არადა ბავშვები ერთმანეთის სპექტაკლს უყურებენ, ვითარდებიან, იზრდებიან.

- გამოსავალი რა არის?

- უსაშველო არაფერია, უბრალოდ არასწორი ხალხი, არასწორ ადგილას ზის და როგორც კი ეს შეიცვლება, ადამიანები კი მომავალ თაობაზე ზრუნვას დაიწყებენ, ყველაფერი ნელ-ნელა მოგვარდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სენაკში საჯარო კითხვის მარათონი და კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
 
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა
 

ვიდეოში გადმოცემულია მათი ბავშვური სიხარული, მეგობრობა და ის განსაკუთრებული ემოციები, რომლებიც პირველ სასწავლო წელს უკავშირდება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება