სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საზოგადოებას მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიება შესთავაზა
26-05-2017
-
+


საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებას მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიება შესთავაზა.   

წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემატიკა შოთა რუსთაველი და "ვეფხისტყაოსანია". ამასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაერთი აქტივობა წარმოადგინა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 26 მაისის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

''ხუთ ისეთ ადამიანს, რომელსაც სამშობლო არ უყვარს, მაგრამ კარგად იცის ისტორია, გავცვლიდი ერთში, რომელმაც არ იცის ისტორია და სამშობლო უყვარს. მთავრია, რომ ქართველებს უყვარდეთ სამშობლო. ფაქტებს ისწავლიან, შეიძლება, 20 წლის ასაკში არ იცოდე, მაგრამ 40 წლის ასაკში დაინტერესდე. ან იცოდე, მაგრამ მერე დაგავიწყდეს. მთავრია, რომ გიყვარდეს შენი სამშობლო და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ შენი ქვეყანა წინ წავიდეს'' - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად 26 მაისისთვის, გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით - ''მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ'', სადაც კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის მოწყობილ საგამოფენო სივრცეში, ცენტრის უნიკალური მულაჟები გამოიფინა.

''ზღაპრულ კარვებში'' შესაძლებელი იყო ''ვეფხისტყაოსნის'' აფორიზმების კალიგრაფიული შესრულება და ''ვეფხისტყაოსნის'' სტროფის გადაწერა; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრატორებთან ერთად, ქაღალდის დაძველებისა და წიგნის აკინძვის ტექნიკის  გაცნობა და ამ პროცესებში მონაწილეობა;  ''ვეფხისტყაოსნის'' გმირებისა და პოემის ცალკეული ეპიზოდების გამოსახულებით ალბომის გაფერადება. 

თამარ ჭუმბურიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უცხოეთთან ურთიერთობის განათლებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი:

''ჩვენი ცენტრი ორი კარვითაა  წარმოდგენილი. გამოფენილია მულაჟები - ბეგთაბეგისეული, წერეთლისეული, ავალიშვილისეული ხელნაწერები და ერთი ვანის ოთხთავი, რომელიც თამარ დედოფლისათვის იყო შეკვეთილი. ორიგინალები ვერ გამოვიტანეთ, მაგრამ ამითაც შთაბეჭდილება შეექმნებათ ბავშვებს. ერთერთ კარავში უჩვენებენ, როგორ მზადდება ქაღალდი, როგორ ხდება წიგნის აკინძვა, როგორც ხედავთ, კალიგრაფებიც არიან წამოდგენილნი. პატარა კარავში უფრო მცირე ასაკის ბავშვები არიან. მათ შევთავაზეთ გასაფერადებლები სცენები ვეფხისტყაოსნიდან. ბავშვები აფერადებენ და ხალისობენ. ჯილდოებიც გადავეცით ბავშებს ძველი და ახალი ქართული ანბანი, ძალიან ლამაზი კალენდრები და ღია ბარათები.''

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სასკოლო ფორმები დაახლოებით 100 ლარი ეღირება

მასწავლებლები ერთდროულად 5 გამოცდაზე დარეგისტრირებას შეძლებენ - NAEC ცვლილებებზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ვიქტორინა საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

ხის დარგვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები

2015-2016 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის გამართულ შეჯიბრში ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა ღირსეულად იასპარეზა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება