სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მე-12 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდებს აფასებს
25-05-2017
-
+


მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები დამთავრდა.

საატესტატო გამოცდებზე ზღვარი დაახლოებით 11 000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს მაჩვენებლი წინა წლების ანალოგიურია.   
 
''დაახლოებით, 11 000 მოსწავლეა, რომლებმაც საატესტატო გამოცდების ზღვარი ვერ გადალახეს. ეს შედეგი არის დაახლოებით იგივე, რაც წინა წლებში იყო. ტექნიკური საგნები ცოტა უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე ჰუმანიტარული. პერიოდულად ისმის ჩივილი, რომ გამოცდის შინაარსი პროგრამას არ ემთხვეოდა, რაც ასე არ არის. ხშირ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მოსწავლეს შეიძლება ასეთი მაგალითი არ გაუკეთებია. კომპიუტერით ადაპტირებული გამოცდა იმას გულისხმობს, რომ ზუსტად სტანდარტული ამოცანებით კი არ მიდის პროცესი, არამედ ვამოწმებთ, რამდენად შეუძლიათ ცოდნის გამოყენება'' - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში Etaloni.ge-ს განუცხადეს საბოლოო სტატისტიკა დამუშავების შემდეგ გახდება ცნობილი:

''გამოსაშვებ გამოცდაზე დაახლოებით 11 000-მდე მოსწავლემ ვერ გადალახა ზღვარი. ეს შედეგი წინა წლების მსგავსია. საბოლოო სტატისტიკა რამდენიმე დღეში, მონაცემების დამუშავების შემდეგ გახდება ცნობილი.''

შეგახსენებთ, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში აბარებდნენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენებში, ისტორიასა და მათემატიკაში.
      
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა 97%-ზე მეტმა. უცხოურ ენებში გამოცდა ჩააბარა მოსწავლეთა 85%-მა, დაახლოებით ამდენივემ გადალახა ბარიერი მათემატიკაშიც. ისტორიის გამოცდა მე-12 კლასელთა 95%-მა ჩააბარა. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება