სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის თარიღი ცნობილია
24-05-2017
-
+


თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება.

რეგისტრაციის პროცედურებზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება სააგენტოს ვებგვერდის kids.org.ge-ს საშუალებით.
 
პირველი ეტაპი დაიწყება 2017 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები,  ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს 13:00 საათზე და რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში.

''ჯამში, 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის თბილისის ბაღებში შესაძლებელი იქნება დამატებით 13000-მდე აღსაზრდელის რეგისტრაცია, რაც წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტო რაოდენობაა და ის ფაქტი, რომ მოთხოვნა საჯარო ბაღებზე დღითიდღე იზრდება, ადასტურებს ჩვენ მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე ინფრასტრუქტურული თუ მეთოდოლოგიური მიმართულებით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის ეფექტურობას,'' - განაცხადა თემურ თორდინავამ.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ამ რეფორმების შესახებ დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, 2016 წელს თბილისში აშენდა და გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაღი, ამჟამად, მიმდინარეობს 10 ბაღის მშენებლობა, რომელთაგან 5 უკვე სექტემბერში გაიხსნება. ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 8 ახალი ბაღის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.

''მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დავნერგეთ კვებით მომსახურებისა და სანიტარული ნორმების ახალი სტანდარტები, სრულად განვაახლეთ და თანამედროვე ინვენტარით აღვჭურვეთ სამზარეულო ბლოკები, მოვაწესრიგეთ გარე და შიდა ინფრასტრუქტურა, დავნერგეთ სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების ინსტიტუტი და ამჟამად, მიმდინარეობს მათი გადამზადება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ასეთი სისტემური მიდგომით, ნდობა ბაღებისადმი არის მაქსიმალურად გაზრდილი და დღეს ჩვენ ბაღებში 770 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელი გვყავს,'' - განაცხადა თემურ თორდინავამ.

მისივე თქმით, ხუთი ახალი ბაღი თბილისში გაიხსნება შემდეგ მისამართებზე: ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N4, ჩუღურეთის რაიონი - ჩიტაიას ქუჩა N6, საბურთალოს რაიონი -ვაშლიჯვარის დასახლება, სამგორის რაიონი - სოფელი წინუბანი, საბურთალოს რაიონი - გამსახურდიას (პეკინის) გამზირი N23, ხოლო მშენებლობა მიმდინარეობს სოფელი დიღომში, სოფელ გლდანში, სოფელ ფონიჭალშა, წყნეთში და სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩა N1-ში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება