სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კახეთში გამოცდაზე ჩაჭრილი მოსწავლის მშობელი საგამოცდო ცენტრში შევარდა - 2017 წლის გამოსაშვები გამოცდების დეტალები
23-05-2017
-
+


2017 წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე 47 000-ზე მეტი მოსწავლე იყო დარეგისტრირებული.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზღვარი წარმატებით გადალახა 97%-ზე მეტმა, ხოლო უცხოურ ენაში კი 85%-ზე მეტმა მოსწავლემ. ისტორიის გამოცდის სტატისტიკა დღეს საღამოს გახდება ცნობილი:

''მოსწავლეების სწავლის დონის მხრივ, წინა წლებთან შედარებით, მხოლოდ ძალიან მცირე განსხვავებაა. საქართველოს 1600-მდე სკოლაში გამოსაშვები გამოცდები ამ ეტაპზე მშვიდ და წყარ ვითარებაში მიმდინარეობს. მხოლოდ კახეთის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლის მშობელი საგამოცდო ცენტრში შევარდა. აღნიშნული პრობლემა ძალიან მალე მოგვარდა.''

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სკოლის დასახელებისგან თავს იკავებენ. 

როგორ აფასებენ სკოლებში გამოსაშვებ გამოცდებს, ამასთან დაკავშირებით Etaloni.ge სხვადასხვა სკოლას დაუკავშირდა.

ვანის N2 სკოლის დირექტორის თეონა ადეიშვლის თქმით, სკოლაში მხოლოდ 2 მოსწავლე ჩაიჭრა:

''სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ყველამ ჩააბარა. მხოლოდ ინგლისურში ჩაიჭრა 2 მოსწავლე, ისტორიაში ჯერ-ჯერობით ისე ვასრულებთ გამოცდას, რომ არ გვყავს ჩაჭრილი მოსწავლე. ზოგადად, შარშანდელთან შედარებით მოსწავლეების სწავლის დონე მაღალია. ვინც შარშან ჩაიჭრა, იმ მოსწავლეებმა წელს ჩააბარეს.''

ვანის N2 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ქეთევან მამასახლისი აღნიშნავს, რომ გამოცდები მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობდა:

''ჩავაბარე სკოლის გამოსაშვები გამოცდები. ჩვენს სკოლაში ყველაფერი მშვიდ და წყნარ გარემოში ჩატარდა. ვფიქრობ, საგნებიდან ყველაზე რთული ისტორია იყო. ინგლისური და ქართული, პიდად მე, არ გამჭირვებია.''

თბილისის N61 სკოლის დირექტორი შორენა ღუდუშაური Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გამოცდებზე მოსწავლეები საკმაოდ ნერვიულობდნენ:

''ჩვენს სკოლაში მხოლოდ ერთი ბავშვი ჩაიჭრა. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. შარშარდელთან შედარებით უკეთესი შედეგები გვაქვს. ბავშვები აღნიშნავენ, რომ კითხვები საკმაოდ რთული იყო. გამოცდებზე მოსწავლეები საკმაოდ ნერვიულობდნენ.''

თბილისის N61 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე სალომე რუსია:

''კითხვები ნორმალური სირთულის იყო. არც ძალიან რთული იყო და არც მარტივი. ახლა ისტორიის გამოცდაზე შევდივარ. სხვა საგნები უკვე ჩავაბარე.''

ახალციხის N5 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე სალომე სანდროშვილი აღნიშნავს, რომ 2017 წლის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ცოდნაზე ორიენტირებული კითხვები იყო:

"მე უმაღლესი ქულები მივიღე და კითხვებიც, შესაბამისად, რთული იყო. მაღალ ქულაზე, ზოგადად, შეკითხვების სირთულე იმატებს. კონკრეტულად, როდესაც მე ვიყავი გამოცდაზე არანაირი გართულება არ ყოფილა. თუმცა როგორც ვიცი, CAT-ის პროგრამის მხრივ ზოგიერთ სკოლაში პრობლემები შეიქმნა. ზოგადად, 2017 წლის გამოსაშვებ გამოცდებს ყველა დადებითად აფასებს. თვითონ საგამოცდო პროგრამა ყველას ხელს უწყობს, რომ გამოცდები ჩააბაროს და ატესტატი აიღოს. მე კმაყოფილი ვარ, რადგან ამ გამოცდებმა ჩემო ცოდნის გამოვლების საშუალება მომცა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი, ცოდნაზე ორიენტირებული კითხვები იყო."


Etaloni.ge სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებულ ყოველგვარ სიახლეს ოპერატიულად მოგაწვდით. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება