სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროექტის „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში კონკურსი ცხადდება
22-05-2017
-
+


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროექტს „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ საქმიანობას და ევროპის შესახებ სწავლებას სკოლებში.

პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის სხვადასხვა საგნისა და საფეხურის მასწავლებელს. მსურველებმა უნდა გამოგზავნონ მათ მიერ შექმნილი თამაში, აქტივობა, გაკვეთილის გეგმა ან პროექტი, რომლის მიზანიც, საგნობრივი ცოდნის გადაცემის გარდა, ევროპის შესახებ სწავლება და მოსწავლეებში ევროპული ღირებულებების განვითარება იქნება.

საკონკურსო ნამუშევრები შესაძლოა გულისხმობდეს კოლეგასთან, სკოლის ადმინისტრაციასთან ან თემთან თანამშრომლობას, სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ჩართვას პროექტში, ან მოიცავდეს მასწავლებლის მუშაობას მხოლოდ საკუთარ კლასთან. მიიღება როგორც უკვე განხორციელებული პროექტები და ჩატარებული გაკვეთილები, ასევე, საპროექტო წინადადებები და საგაკვეთილო გეგმები. უპირატესობა მიენიჭება ინოვაციურ, ორიგინალურ იდეებს.

საუკეთესო ნამუშევრების გამოყენებით, შეიქმნება ტრენინგმოდული, ჩატარდება ტრენინგები და მომზადდება პუბლიკაცია.

საკონკურსო ნამუშევრების გაგზავნის წესები:

  • საკონკურსო ნამუშევრები უნდა გამოაგზავოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@tpdc.ge
  • სათაურის ველში მიუთითეთ კონკურსის დასახელება
  • საკონკურსო ნამუშევარს თან უნდა ახლდეს მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 11 ივნისი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება