სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა უნდა გაითვალისწინოთ მუსიკის გამოცდაზე? - რჩევები პედაგოგებისგან, რომლებმაც ტესტირება წარმატებით ჩააბარეს
06-11-2019
-
+


საქართველოში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს. პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები 7 ნოემბერს ტესტირებას მუსიკაში ჩააბარებენ. მათ საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად 4 საათი აქვთ.

როგორც ზაფხულში ჩატარებული გამოცდების დროს პედაგოგები აღნიშნავდნენ, მუსიკის გამოცდა განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა. etaloni.ge დაინტერესდა, რა გაუჭირდათ პედაგოგებს ზაფხულის გამოცდაზე ყველაზე მეტად და რა რჩევებს მისცემენ იმ მასწავლებელს, რომლებიც ტესტირებაზე 7 ნოემბერს გადიან.

„რაც პროგრამაში დევს, ყველაფერზე უნდა გაამახვილონ მასწავლებლებმა ყურადღება, ყველაფერი მნიშვნელოვანია. ვურჩევდი, განსაკუთრებით მოსასმენ ნაწილზე იმუშაონ.“

„გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს ვურჩევ, მოსასმენ მასალაზე გაამახვილონ ყურადღება. გამოცდა ძალიან რთული იყო. თეორიული ნაწილიც რთულია იმ პედაგოგებისთვის, ვინც საკმარისად მომზადებული არ იქნება - უნდა იცოდეს სრული პროგრამა. მე გამოცდა ათ კრედიტზე ჩავაბარე, მაგრამ მგონი, ყველაზე რთული პროგრამა  მუსიკის გამოცდას აქვს. წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს“.

„მე არ მომჩვენებია რთულად. გამოცდაზე ზაფხულში გავედი და ჩავაბარე. იგივე სირთულის იყო, როგორც წინა წელს. რა თქმა უნდა, პროგრამა უნდა იცოდეს პედაგოგმა, რომ გამოცდა გაუმარტივდეს. მოუმზადებლად გასული პედაგოგებისთვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს.“

„მუსიკის გამოცდა ჩემთვის რთული არ ყოფილა. II-III კლასის კარნახი დევს. პედაგოგების ნაწილს, ვინც პიანისტი არ არის, ფორმის ანალიზი ერთულებათ.“

„საშიში არაფერი არ არის. ვინც იცის საგანი, აუცილებლად აიღებს ქულას. საკმარისია მუსიკალური განათლება და ცოდნა. პედაგოგების ნაწილს უჭირს გახსენება, რომელი ნაწარმოებია, ვინ არის კომპოზიტორი ან რომელი ეპოქისაა. ნაწილს კარნახიც გაუჭირდა. ჩემთვის რთული არ ყოფილა, რადგან დიდი ხანია, ამ სფეროში ვმუშაობ. პედაგოგი უნდა არჩევდეს ნაწარმოების ჟანრებს. რთული ნამდვილად არაა, ელემენტარული თეორიაა.“

„პედაგოგებს ვურჩევ, მოსმენის ნაწილი მაშინვე მონიშნონ, შემდეგ ვეღარ მიუბრუნდებიან. თითქმის ნახევარი მოსმენის ნაწილია, ამიტომ ჯობია, ყურადღება დაუთმონ ამ საკითხს. ნამდვილად რთული გამოცდაა, სოლფეჯიოც შედის და მუსიკალური ლიტერატურაც. ინტერვალები, აკორდები და გამა არის ასაგები. პედაგოგებს ვურჩევ, ეს საკითხები გადაიმეორონ. ვფიქრობ, 4 საათი საკმარისია, იმისთვის, რომ პედაგოგმა მშვიდად იმუშაოს, მე დროზე ადრე გამოვედი გამოცდიდან. პირველად რომ გავედი, 2 ქულა დამაკლდა, შემდეგ წელს კი ათი კრედიტი ავიღე. ამ ზაფხულის გამოცდები უფრო რთული მომეჩვენა. კომპოზიტორების რაოდენობა იყო დამატებული“.

"ყველა პედაგოგი დამეთანხმება, რომ გამოცდაზე მოსასმენი მასალა უნდა იყოს ჩატვირთული ყველა კომპიუტერში. ინდივიდუალურად უნდა ხდებოდეს მოსასმენი დავალების შესრულება ისე, როგორც ხდება უცხო ენების გამოცდაზე. დიდი ხარვეზია გამოცდისთვის მოსასმენი მასალის ამ სტილით მოსმენა, როგორც არის".

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყო და 8 ნოემბერს სრულდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება