სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირველად განათლების ისტორიაში, 5-6 წლის ასაკის ბავშვების სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა შეიქმნა
17-05-2017
-
+


პირველად განათლების ისტორიაში, 5-6 წლის ასაკის ბავშვების სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა შეიქმნა. 

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სასკოლო მზაობის პროგრამა თამაშით სწავლების მეთოდით, 5-6 წლის ასაკის ბავშვების სკოლისათვის მომზადებას ითვალისწინებს. იგი ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ და სრულფასოვან განვითარებას, მოტორული, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი უნარების გამომუშავებას, კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარებას.

პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვის სათანადოდ მომზადებას პირველი კლასის მოსწავლის მიმართ არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისათვის. იგი ეხმარება თითოეულ მათგანს, მაქსიმალურად განივითაროს თავისი პოტენციალი და ჩამოუყალიბდეს საჭირო უნარ-ჩვევები მომავალი ცხოვრებისა და წარმატებულ მოქალაქედ ფორმირებისათვის.

სასკოლო მზაობის პროგრამა ითვალისწინებს 30 კვირის განმავლობაში დღეში სამ საათიან დატვირთვას და დანერგილია როგორც თბილისის, ასევე, რეგიონების საბავშვო ბაღების უფროსი ასაკის ჯგუფებში.

პროგრამის ფარგლებში შექმნილია აღმზრდელის სახელმძღვანელო (გზამკვლევი), აქტივობების კრებული და ტრენინგ მოდული აღმზრდელ-პედაგოგებისათვის. ახლახან გამოიცა და უკვე მუნიციპალიტეტებს გადაეცათ სასკოლო მზაობის პროგრამის აქტივობების კრებულის მე-2 ნაწილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება