სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაეცანით თბილისის N76 საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციურ წერილს, რომელიც მასწავლებელ ნანა ყანჩაშვილს ეძღვნება
17-10-2019
-
+


თბილისის N76 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ქეთი კობახიძე საყვარელ მასწავლებელს, ნანა ყანჩაშვილს ემოციურ წერილს წერს. წერილი სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა და მას etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს XII კლასის პირველი დღეა, სკოლის ბოლო წლის დასაწყისი. როცა ამას ვიაზრებ გულში ყოველთვის სევდა იბუდებს, ზოგჯერ ცრემლიც თან ახლავს. სევდა კი თქვენმა წასვლამ უფრო გააძლიერა... მახსოვს როცა გავიგე ეს ამბავი, ვუარყავი, გავბრაზდი ნუ ამბობთ-თქო. არ მინდოდა რეალობასთან თვალის გასწორება.

იმ საღამოს ვერ დავიძინე ფიქრმა და ნოსტალგიამ გამიტაცა. გავიხსენე მეხუთე კლასში როგორ დაიჭირეთ ჩემი ხელები და დამარიგეთ, რომ უნდა მესწავლა, რომ თუ რაიმე პრობლემა მქონდა, აუცილებლად დამეხმარებოდით. ამ ამბის გახსენებაზე ხელებზე დავიხედე, მოგონება უფრო გამიმძაფრდა და ცრემლებიც გადმოგორდნენ. ხელები მოვმუჭე და უცბად ამომიტივტივდა თქვენი ახსნილი გაკვეთილები, გიყურებდით, გისმენდით და თითქოს ვგრძნობდი თითოეული ნაწარმოების გმირის ტკივილსა და სიხარულს.

ფიქრები არ წყდება, ერთმანეთში ირევიან თქვენთან ერთად გატარებული წამები...ყოველთვის და ყველგან ვამბობ, რომ მასწავლებლის როლის შეთავსება ძალიან ძნელია, მაგრამ დღეს მთელი სიამაყით ვიტყვი რომ თქვენნაირი მასწავლებელი, ძლიერი, ადამიანური, მეგობრული არსად შემხვედრია და ვერასდროს შევხვდები...მიყვარხართ და მენატრებით“, - წერს ქეთი კობახიძე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება