სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''მასწავლებლებს ქვეყნის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ'' - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
15-05-2017
-
+


სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

''სამოქალაქო განათლება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ჩვენი ამერიკელი პარტნიორები გვეხმარებიან. თუმცა მთავარი არის, ჩვენი კულტურისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის და სამომავლო გეგმებისთვის შესაფერისი და ინტეგრირებული სისტემა შევქმნათ გრძელვადიან პერიოდში. ასეთ სისტემას ყოველთვის ერქვა პედაგოგი, ანუ პედაგოგი არის მთავარ როლში და ცენტრალური ადგილი უჭირავს ნებისმიერ საგანმანათლებლო ინიციატივაში. ძალიან მოხარული ვარ, სამოქალაქო განათლების პედაგოგების შეკრებით, მათთან შეხვედრით და მუშაობის შესაძლებლობით. მე ვფიქრობ, რომ ამ ხალხს შეუძლია ყველაფერი ის მისცეს ჩვენს მოსწავლეებს, რაც მათ სჭირდებათ ამ მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მთლიანად ქვეყნის განვითარებაში და არამარტო სასკოლო სისტემის'' -  აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი პედაგოგები  სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებს და იმ წარმატებების ამსახველ ფოტოგამოფენას გაეცნენ, რომელიც სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში, პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელდა.

კონფერენციის მსვლელობისას სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოება გაიმართა და მათ ''სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის'' პრიზები გადაეცათ.

კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ''მომავლის თაობა'' ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან,  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება