| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულთის N2 საჯარო სკოლის მე-9ბ კლასის მოსწავლემ მარიამ ჭყონიამ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწია.
მარიამ ჭყონია ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ ოლიმპიადაში მე-2 საპრიზო ადგილის მოპოვებისათვის ლეპტოპით დაჯილდოვდა.
ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ ოლიმპიადაში მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატებებისათვის კი ამავე სკოლის პედაგოგს, გულნარა თევზაძეს, სიგელი გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტი მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, მიიღეს.
„მრავალ წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებთ ქობულთის N2 საჯარო სკოლას ქალბატონ ნანი ცივაძის ხელმძღვანელობით, პედაგოგთა და მოსწავლეთა მუხლჩაუხრელი შრომით“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო