სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
10-05-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. 

კონკურსის წესით შერჩეული მასწავლებლები გაკვეთილებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს ჩაუტარებენ.

ქვეპროგრამა „ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლა“ 2017 წლიდან ხორცილდება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, ხელმისაწვდომია უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის.

დისტანციური სწავლება 5-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. პროგრამაში, ამ ეტაპზე 300-მდე მოსწავლეა რეგისტრირებული და აქტიურად მიმდინარეობს ჯგუფების დაკომპლექტება ასაკის და ენის ფლობის დონის გათვალისწინებით.

აღნიშნული პროგრამის მიზანია, ხელს შეეწყოს ქართული ენისა და კულტურის გავრცელებას და უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისათვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას. 

პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და კომპანიის „Microsoft - საქართველო“ მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება