სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საერთაშორისო კვლევების თანახმად, ქართველ მოსწავლეთა შედეგი საერთაშორისო საშუალო ნიშნულს ვერ აღწევს
05-05-2017
-
+


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებისთვის TIMSS-ისა და PISA-ს საერთაშორისო კვლევებსა და სახელმწიფო შეფასების შედეგებზე პრეზენტაცია გამართა. 

კვლევების შედეგზე საუბრისასას, მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, საქართველოს შედეგი საერთაშორისო საშუალო ნიშნულს ვერ აღწევს.

TIMSS მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს. TIMSS-ის სამიზნე ჯგუფი მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეები არიან. 2015 წლის შედეგებით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში არსებითად ჩამორჩება TIMSS-ის საერთაშორისო საშუალო ნიშნულს (500) როგორც მე-4, ისე მე-8 კლასში. 

კვლევის თანახმად, მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22% და მერვეკლასელთა 28%, მათემატიკაში მინიმალურ ცოდნასაც არ ფლობს. ბუნებისმეტყველებაში იგივე შედეგი მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 26% და მერვეკლასელთა 30%-ს აქვს.  

მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე მოსწავლეთა შედეგები უარესდება. დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლა-სწავლებაში არსებული ხარვეზები, საბაზო საფეხურზე ახალი ცოდნის შეძენის პროცესში დამატებით ბარიერებს ქმნის. 

TIMSS-ის კვლევაში საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს. ის ყოველ ოთხ წელიწადში ტარდება და მეოთხე და მერვე კლასებში,  მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს. ყველაზე ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო საერთაშორისო შეფასებაში 600 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

PISA-ს სამიზნე ჯგუფი 15 წლის მოზარდები არიან და საფუძვლად უდევს წიგნიერების ზოგადი კონცეფცია. კვლევა არა მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ცოდნას აფასებს, არამედ პრაქტიკაში მის ინტეგრირებულად გამოყენებას. 

შედეგების მიხედვით, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი დაბალია. მოსწავლეთა ნახევარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო კომპეტენციებს არ ფლობს.

PISA-ს საერთაშორისო კვლევა 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და ამოწმებს  არა მოსწავლეების მიერ სკოლის პროგრამის ათვისებას, არამედ  რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებულები აქტიური და სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. PISA ხორციელდება 2000 წლიდან და ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.  

სახელმწიფო შეფასების სამიზნე ჯგუფი მე-9 კლასის მოსწავლეები არიან. როგორც ეროვნული კვლევა აჩვენებს, დაგეგმილ და მიღწეულ ეროვნულ სასწავლო გეგმას შორის არსებითი სხვაობაა.მე-9 კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზე მათემატიკაში მოსწავლეთა 30.3%; ფიზიკაში მოსწავლეთა 34,8%, ქიმიაში 49,1%, ხოლო ბიოლოგიაში 13,3% ვერ ახერხებს. 

კვლევამ განსაკუთრებით დაბალი შედეგი აჩვენა  იმ დავალებების შესრულებაში, რომლებიც მსჯელობას და პრობლემის გადაჭრის უნარს მოითხოვს.

სწავლის თანაბარი შესაძლებლობის თვალსაზრისით, კვლევით დგინდება, რომ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სოფლად მცხოვრები მოსწავლეების მიღწევები არსებითად  ჩამორჩება ქალაქში მცხოვრებ თანატოლების მიღწევებს. თვალსაჩინოა, კერძო სკოლის მოსწავლეების უპირატესობა, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში. 

სახელმწიფო შეფასების მიღწევის ტესტი სრულად ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შესაბამისად, საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ და შევადაროთ ერთმანეთს ის, რაც დავგეგმეთ, დავისახეთ მიზნად (ეროვნული სასწავლო გეგმა) და რასაც მივაღწიეთ (მოსწავლეთა სწავლის შედეგები - მიღწეული ეროვნული სასწავლო გეგმა). 

სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებებს საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უძღვება. ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“  მხარდაჭერით 3-4 ივნისს  კონფერენციას მართავს, რომლის მიზანია, სასკოლო განათლების სისტემაში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაში არსებული ვითარების შესახებ საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა ინფორმირება, ფართო დიალოგის ინიცირება განათლების ხარისხისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სასკოლო ფორმები დაახლოებით 100 ლარი ეღირება

მასწავლებლები ერთდროულად 5 გამოცდაზე დარეგისტრირებას შეძლებენ - NAEC ცვლილებებზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ვიქტორინა საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

ხის დარგვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები

2015-2016 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის გამართულ შეჯიბრში ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა ღირსეულად იასპარეზა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება