სიახლეები
ყველაზე პოპულარული


11 პროდუქტი, რომელიც თქვენს შვილებს სიმაღლეში გაზრდაში დაეხმარება
29-08-2019
-
+


ადამიანის სიმაღლეში ზრდა გენეტიკურთან ერთად ბევრი სხვა ფაქტორი განაპირობებს: კლიმატი, გეოგრაფიული გარემო, ცხოვრების რეჟიმი და რა თქმა უნდა, სწორი კვება.

არსებობს საკვები, რომელიც სიმაღლეში გაზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. etaloni.ge  სწორედ ამ საკვების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ.

კვერცხი

ცილების მიღება აუცილებელია თქვენი შვილის სიმაღლეში გაზრდისთვის. მოხარშული კვერცხის მირთმევა საუზმეზე სასარგებლო დღის დასაწყისია;

რძე

რძე მდიდარია კალციუმით, რაც საუკეთესო საშუალებაა ძვლების ზრდისა და გაჯანსაღებისთვის;

სოიო

სოიო მდიდარია ცილებით. ის ხელს უწყობს ძვლისა და კუნთების ზრდას;

შვრიის ფაფა

ეს საკვები მდიდარია ცილებით და მასში ნაკლებია ცხიმების შემცველობა. შვრიის ფაფის რეგულარული მირთმევა ნამდვილად კარგი საშუალებაა სიმაღლეში გასაზრდელად;

სტაფილო

სტაფილო მდიდარია A ვიტამინით, რომელიც ორგანიზმს ცილების სინთეზში ეხმარება. უმი სტაფილო განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის. ასე რომ, დააძალეთ ბავშვს, ხშირად მიირთვას უმი სტაფილო ან სტაფილოს გაწურული წვენი;

ქათმის ხორცი

როგორც წესი, ბავშვებს ხორცისგან მომზადებული კერძები ძალიან უყვართ. ქათმის ხორცი მდიდარია ცილებით;

თევზი

თევზი შეიცავს D ვიტამინს, რაც ბიჭების შემთხვევაში ჰორმონების ზრდასთან არის დაკავშირებული;

ისპანახი

ისპანახი სუპერ ვეგეტარიანული საკვებია, რომელიც მდიდარია რკინითა და კალციუმით. ეს ორი ნივთიერება კი დიდ გავლენას ახდენს მოზარდის განვითარებაზე და სიმაღლეში გაზრდაშიც ეხმარება;

ხილი

ყველამ ვიცით, რომ ხილის მირთმევა ბავშვის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. განსაკუთრებით,  ნესვი, მანგო, ატამი მდიდარია A ვიტამინით და ბავშვის ძვლების ზრდასა და განვითარებაში დიდ როლს ასრულებს;

მწვანე ლობიო

მწვანე ლობიო მდიდარია L-Dopa-ს შემცველობით, რომელიც ორგანიზმის ზრდასა და განვითარება უწყობს ხელს;

იოგურტი

იოგურტი შეიცავს D ვიტამინსა და კალციუმს. თუ თქვენს პატარებს არ უყვართ იოგურტი, ჩაანაცვლეთ ის ყველით, რადგან ყველი შეიცავს ისეთივე სასარგებლო ნივთიერებებს, როგორსაც იოგურტი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება