სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა პრიორიტეტული სიის შევსებისას - ინტერვიუ naec-ის წარმომადგენელთან
24-08-2019
-
+


„გვქონია შემთხვევა, როცა აპლიკანტს გონია რომ გააკეთა არჩევანი, მაგრამ სამწუხაროდ არ დაუჭერია არჩევის ღილაკისთვის და ისე დარჩენილა“ - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, მაია გაბუნიამ  etaloni.ge -სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, აბიტურიენტებმა პრიორიტეტულ სიაში ცვლილებისას უნდა დააჭირონ შენახვის ღილაკს, ვინაიდან თუ სიაში არჩეული პროგრამა არ დაფიქსირდება, აპლიკანტი ვერსად ჩაირიცხება.

- რატომ არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული სია?

- პრიორიტეტული სია მნიშვნელოვანია, რადგან აბიტურიენტები მათთვის სასურველ პროგრამას წერენ პირველ რიგში, სადაც ყველაზე მეტად სურთ ჩარიცხვა. თუ არჩევანი არ აქვს აბიტურიენტს გაკეთებული, სამწუხაროდ ვერსად ვერ ჩაირიცხება. გვქონია შემთხვევა, როცა აპლიკანტს გონია რომ გააკეთა არჩევანი, მაგრამ სამწუხაროდ არ დაუჭერია არჩევის ღილაკისთვის და ისე დარჩენილა. დიდი იმედი მაქვს, რომ წელს ასეთი შემთხვევები არ გვექნება.

- რას უნდა მიაქციონ პრიორიტეტული სიის დაწერისას ყურადღება აბიტურიენტებმა და რამდენად უნდა გაითვალისწინონ პროგრამაზე არსებული კონკურენცია?

- კიდევ ერთხელ გეტყვით რომ, პირველ რიგში, ჩამონათვალში უნდა დაიწეროს პროგრამა, რომელიც ყველაზე მეტად უნდათ. პროგრამების არჩევის რაოდენობაში შეზღუდულები არ არიან. იმ არჩევითი საგნის მიხედვით, რომელითაც მათ გამოცდაზე ჩააბარეს, აბიტურიენტებს შეუძლიათ გააკეთონ არჩევანის გარკვეული რაოდენობა. წინა წლებში გვქონდა შეზღუდვა, რომ აბიტურიენტებს ჯერ 5 პროგრამის არჩევა შეეძლოთ, შემდეგ 7-ის, 10-ის და ახლა ფაქტობრივად აღარ არის ეს შეზღუდვა და რამდენის სურვილიც აქვთ, იმდენი პროგრამა შეუძლიათ აირჩიონ.

ამასთან, აბიტურიენტებმა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული სიის შედგენისას ამა თუ იმ პროგრამაზე არსებული კონკურენციაც უნდა გაითვალისწინონ. მით უმეტეს, უკვე მესამე წელიწადია ისინი დინამიკაში ხედავენ სად როგორი კონკურსია და ეს უნდა გაითვალისწინონ.

- პრაქტიკის განმავლობაში მაქსიმუმ რამდენი პროგრამა დაუფიქსირებია აპლიკანტს პრიორიტეტულ სიაში?

- ძალიან ბევრი ყოფილა, მე მახსოვს წინა წლებში იყო აბიტურიენტი, რომელსაც 200-ზე მეტი პროგრამა ჰქონდა არჩეული.

 - რამდენად შესაძლებელია აბიტურიენტი პრიორიტეტული სიის ჩამონათვალში მითითებულ მეოცე ან უფრო ზემოთ მყოფ ადგილზე ჩაწერილ პროგრამაზე მოხვდეს?

- რა თქმა უნდა, არის ამის შესაძლებლობა, თუკი ისეთი პროგრამები აქვს არჩეული, სადაც გაზრდილია კონკურენციის ზღვარი, ან საკონკურსო ქულა უფრო მაღალია. თავისთავად შესაძლებელია ჩაირიცხოს იქ, სადაც მისი საკონკურსო ქულა არის საკმარისი.

იხილეთ ასევე: ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები გამოქვეყნდა

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის შეცვლის ვადა გაუხანგრძლივდათ

აბიტურიენტთა უნივერსიტეტებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი

2019 წლის ეროვნული გამოცდების 3 სავალდებულო საგანში ბარიერი აბიტურიენტების 76%-მა გადალახა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება