სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა ვალდებულებები აქვთ და რა სირთულეების გადალახვა უწევთ დიდი ბრიტანეთში პედაგოგებს
11-07-2019
-
+


როგორც ამბობენ - „ერთ ბავშვს, ერთ წიგნს, ერთ კალამსა და ერთ პედაგოგს მსოფლიოს შეცვლა შეუძლია“.

მასწავლებლის პროფესია დიდ სირთულეს, პასუხისმგებლობასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ინგლისში პედაგოგის პროფესია ძალიან დაფასებულია. შესაბამისად, ადამიანს, რომელსაც მასწავლებლობა სურს, მრავალი სირთულის გადალახვა მოუწევს.

ჩვენი სტატია გაგაცნობთ კრიტერიუმებს, რომლითაც ფასდებიან ინგლისელი პედაგოგები: პირველ რიგში, ბრიტანეთში პედაგოგი ვალდებულია მხიარული და საინტერესო გარემო შექმნას გაკვეთილის ჩასატარებლად. ამისათვის, პედაგოგს კარგი საუბრისა და მეტყველების უნარი უნდა გააჩნდეს.

ინგლისური ენის პედაგოგს ევალება, გამართულად წერდეს და მეტყველებდეს ინგლისურად, ერკვეოდეს პროზაში და მოსწავლეებს მუდამ უკითხავდეს მხატვრულ ლიტერატურას. ინგლისური ენის პედაგოგმა უნდა შეძლოს, განუვითაროს მოსწავლეებს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები, ასწავლოს კრიტიკული აზროვნება და მიაჩვიოს პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას. გარდა ამისა, ინგლისში მასწავლებელი ვალდებულია, იზრუნოს მოსწავლის აკადემიური ხარისხის გაუმჯობესებაზე და ჩაერთოს პროფესიული განვითარების სქემაში. ინგლისური ენის პედაგოგს უნდა შეეძლოს, შეიმუშავოს სასწავლო გეგმა სწავლების პროცესში.

როგორ ხდება პედაგოგის შერჩევა ინგლისურ სკოლაში? პირველ რიგში, პედაგოგს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი უნდა გააჩნდეს. ზოგიერთი სკოლა პედაგოგის მისაღებად მაგისტრის დიპლომსაც ითხოვს.

მეორე ეტაპზე, პედაგოგი ვალდებულია, წარმოადგინოს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ზოგიერთი სკოლა აქვს მოთხოვნა, რომ მათ მიერ არჩეულ პედაგოგს ჰქონდეს სხვა ქვეყნებში სწავლების გამოცდილება. ინგლისელ პედაგოგებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად სახელმწიფოსგან ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ. მასწავლებლებს უტარდებათ ტრენინგები და ჩართულები არიან სტაჟირების პროგრამაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება