სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პროფესიული უნარების გამოცდა ჩასაჭრელად უფროა, ვიდრე მასწავლებლის ცოდნის გამოსავლენად“ - რუსთავის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი
10-07-2019
-
+


პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას არარელევანტურად მიიჩნევს რუსთავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი და აცხადებს, რომ ეს გამოცდა რეალურად პედაგოგთა ჩასაჭრელად უფროა, ვიდრე მათი ცოდნის გამოსავლენად.

პედაგოგის თქმითვე, მას გამოცდაზე გასვლის სურვილი არ ჰქონდა.

„დაახლოებით მსგავსი საკითხები იყო წინა წლებშიც. უნდა გცოდნოდა სხვადასხვა ფსიქოლოგებმა რა თქვეს, რაში უნდა გამოიყენო, მაგრამ საქმე იმაშია რომ ერთი და იგივე საკითხზე ერთმა ფსიქოლოგმა სხვა თქვა, მეორემ სხვა და შენ სიტყვასიტყვით უნდა იცოდე ვინ რა თქვა, მაშინ, როცა საქმეში შეიძლება არც ერთი არ გამოგადგეს. ყველამ იცის ვინც სკოლაში ნამუშევარია, რომ მასწავლებლისთვის მზა რეცეპტი არ არსებობს - ერთ მოსწავლესთან რომ რაღაც გამოგადგება, იგივე მიდგომამ შეიძლება სხვა ბავშვთან არ გაამართლოს და უკუშედეგი მოგცეს.

მათემატიკის მასწავლებელი ვარ. პრაქტიკულად, დამაძალეს გამოცდაზე გამოსვლა, თორემ ისე არ გამოვიდოდი. თავიდან რომ გამოცდები შემოიღეს მაშინ ვიყავი გასული. კიდევ კარგი ის არ უთქვამთ მათემატიკა არ იციო, თორემ უნარების ამ ნაწილში, იმდენი საკითხი იყო სადაო, ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს და მილიმეტრია სხვაობა. ეს საკითხები ჩასაჭრელად უფროა, ვიდრე მასწავლებლის ცოდნის გამოსავლენად“,-N185 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა პედაგოგმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ასაკი არ უწყობს ხელს, თორემ პროფესიიდან წავიდოდა და საპენსიო ჯილდოს აიღებდა.

„პირველად გამოცდაზე რომ გავედი, მაშინ ერთი საკითხი იყო მოსული - კლასში რაღაც ცუდი მოხდა, კლასის ხელმძღვანელმა კი ეს მშობელთა კრებაზე განიხილა და სწორია თუ არა ეს ქმედებაო. რა თქმა უნდა, ქვეყნის დამაქცევარიც რომ იყოს მოსწავლე როგორ შეიძლება ასე ყველას გასაგონად შენიშვნა მისცე მშობელს. მე მეწერა, რომ საჭიროა მშობლებთან ინდივიდუალური საუბარი და იმათ სწორ პასუხად ეწერათ, რომ მშობელი ცალკე უნდა დაიბაროო. ხომ ერთი და იგივეა, მაგრამ ვინც ასწორებდა მან ამდენი ვერ გაიაზრა. 42 სასწავლო წელია, რაც მათემატიკის მასწავლებელი ვარ. დღე-დღეზე 64 წელი მისრულდება და ბევრჯერ ვთქვი, რომ რა იქნებოდა ერთი წლით უფროს ვყოფილიყავი, აუცილებლად წავიდოდი პროფესიიდან“,- გვითხრა პედაგოგმა.

დღეიდან მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები  დაიწყო. პირველი გამოცდა პროფესიულ უნარებში ტარდება.

ასევე იხილეთ: „მაიძულეს გამოცდაზე გამოვსულიყავი თუ მუშაობის გაგრძელება მინდოდა“ - პედაგოგები პროფესიული უნარებ​ის ტესტს აფასებენ


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიების შემდგომ მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ

„რამდენი თანამშრომელი მოჰყვება შემცირებაში?“ - მინისტრის განმარტება საკადრო უზრუნველყოფაზე

უნივერისტეტებს ექნებათ საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება - მინისტრი უმაღლესების დაფინასნების ახალი მოდელის დეტალებზე საუბრობს

პიროვნება

„ამაყად იარეთ მომავლისკენ და სადაც უნდა იყოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ!“

„წინ დიდი აღმოჩენების, ხარისხიანი განათლებისა და სრულიად გამორჩეული მეგობრობის წელი გველის“!

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

ეს ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის რომ თავი ამ ქვეყნის მკვიდრ შვილებად იგრძნონ

სკოლები

„ამაყად იარეთ მომავლისკენ და სადაც უნდა იყოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ!“

ღონისძიების ბოლოს დამრიგებელმა პატარებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა

„გისურვებთ წარმატებას, მიზნების ასრულებას, საკუთარ თავში რწმენას და ბედნიერ მომავალს“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება