სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლის მასწავლებელმა რევაზ ბარბაქაძემ ღების სამგანზომილებიანი ფორმატის რელიეფური გეოგრაფიული მოდელი შექმნა
02-07-2019
-
+


ონის მუნიციპალიტეტის, ღების საჯარო სკოლის „ასწავლე  საქართველოსთვის“ პროგრამის მონაწილე გეოგრაფიის კონსულტანტ  მასწავლებელმა რევაზ ბარბაქაძემ სასწავლო  რესურსი - ონის მუნიციპალიტეტის, ღების სამგანზომილებიანი (3დ) ფორმატის რელიეფური გეოგრაფიული მოდელი, შექმნა.

საგანი: გეოგრაფია
კლასი: VII 
თემა: ადგილის გეგმა და  პირობითი ნიშნები;

სასწავლო  რესურსის  მიზანი: სასწავლო რესურსის შექმნისა და გამოყენების მიზანია, მოსწავლეთა დაინტერესება კარტოგრაფიული მოდელირების საკითხებით. გარემოში ორიენტირების, გეოგრაფიული ობიექტების სივრცითი განლაგებისა და ურთიერთმიმართების, მსხვილმასშტაბიან ტოპოგრაფიულ რუკებსა და ადგილის გეგმებზე  მუშაობის შესწავლისა  და მსგავსი რუკების პრაქტიკული გამოყენების, შემოქმედებითი უნარების გაღვივებისთვის.

რესურსის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად. ასევე ადვილად  შეიძლება საგანთაშორის კავშირის გავლებაც. იგი წარმატებით შეიძლება ინტეგრირდეს  ისტორიის, „ჩვენი საქართველოს“ და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე.

რესურსის დახმარებით შესაძლებელია მოსწავლეებში სივრცითი წარმოსახვის უნარის განვითარება. ასეთი რესურსის საგაკვეთილო პროცესში გამოყენება მოსწავლეებში იძლევა მოტივაციის მაღალ დონეს. არის საინტერესო და სახალისო. ავითარებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორც გეოგრაფიული ობიექტების სივრცობრივი აღქმისა და გამოსახვის, ისე გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა ხერხების დაუფლების თვალსაზრისით. 

მოსწავლეს პრაქტიკული მუშაობის  პროცესში უვითარდება სივრცითი  წარმოსახვის, დაკვირვების, გარემოში ორიენტირების, გეოგრაფიული ინფორმაციის შესაბამისად გამოყენების უნარები, ასევე-ნებისყოფა, ფანტაზია, მცირე მოტორიკა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება