სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლის მოსწავლემ ანი ლობჯანიძემ ესეების კონკურსში I ადგილი დაიკავა 
01-07-2019
-
+


საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების  20 წლის იუბილეს ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსში I ადგილი დაიკავა ონის რაიონის ღების საჯარო სკოლის მე-X კლასის მოსწავლემ -ანი ლობჯანიძემ.

თემის ხელმძღვანელი  - რევაზ ბარბაქაძე.

ღების საჯარო სკოლის ადმინისტრაცია დიდი სიხარულითა და სიამაყით მადლობას უხდის და ულოცავს პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" კონსულტანტ-მასწავლებელს და ღების საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს მომავლის ევროპელის კონსკურსის ფარგლებში თემის  ხელმძღვანელობისათვის - რევაზ ბარბაქაძეს და  ანი ლობჯანიძეს ესეეების კონკურსში პირველი ადგილის დაკავებას და უსურვებს მომავალ გამარჯვებებს ჩვენი სკოლის და ქვეყნის სასახელოდ!

ღების საჯარო სკოლის მოსწავლეს ანი ლობჯანიძეს გადაეცა 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც შეუძლია კომპიუტერიული ტექნიკის მაღაზიაში ნივთის შესაძენად, ის ასევე გაემგზავრება სტრასბურგში.

საქართველოსა და ევროპას შორის საგანმანათლებლო-კულტურული პროექტების ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ ესეების რამდენიმე კონკურსში გამარჯვებული 28 მოსწავლე დააჯილდოვეს, რომელთაც სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადასცეს.

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ესეების კონკურსი - „მომავლის ევროპელი" - „Imagining the European of the future?" მიმდინარე წლის 22 თებერვალს, IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები, სადაც შეეცადნენ, წარმოეჩინათ ევროპელი, რომლის ცხოვრების წესი და ფასეულობები ევროპული ღირებულებების გამომხატველია. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის გააზრება და განვრცობა.

კონკურსის - „მინდა გაგაცნო საქართველო" მონაწილე მოსწავლეებმა ინტერნეტ სივრცეში ბლოგების სახით საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის გზამკვლევები შექმნეს. 

ესეების მესამე კონკურსი სამინისტრომ მოსწავლეებისთვის საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ჩაატარა, რომელიც დამფუძნებელი კრების 1919 წლის 12 მარტის პირველი სხდომის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონკურსის მიზანი იყო, მოსწავლეებს ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შესწავლის საფუძველზე წარმოედგინათ დამფუძნებელი კრების 1919 წლის 12 მარტის პირველი კრებისადმი მიძღვნილი ესე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება