სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

როგორ აფასებენ მიმდინარე სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლების დირექტორები
25-06-2019
-
+


დასრულდა სასწავლო წელი და გადავწყვიტეთ სკოლის დირექტორებისთვის მიმდინარე სასწავლო წელს განხორციელებულ ცვლილებებზე და სიახლეებზე დაგვესვა კითხვები.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კატნატუს საჯარო სკოლა - სურენ მზიკიან:

წლევანდელმა წელმა ძალიან კარგად ჩაიარა. არ გვქონია არანაირი პრობლემები, არც გათბობასთან დაკავშირებით... საბედნიეროდ, ჩვენს მოსწავლეებს ძალიან ბევრი წარმატებები ჰქოდნათ სპორტში, ცეკვაში, ასპარეზობენ საქართველოში, სასომხეთში.
ჩვენ გვყავს ქორეგრაფიული ცეკვის ანსამბლი, რომელიც საკმაოდ წარმატებულია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აგანის საჯარო სკოლა - სურიკ არაქელიანი:

ამ სასწავლო წელმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდათ ბევრი წარმატებები. ერთადერთი უარყოფითს გამოვყოფდი, რომ საატესტატო გამოცდები გაუქმდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის N1 საჯარო სკოლა - მუსა ომაროვი:

ძალიან კარგად შევაფასებდი ამ სასწავლო წელს. სიამოვნებითა და სიამაყით გეტყვით რომ წლეულს 28 ბავშვმა დაამთავრა სკოლა და აქედან 25 აბიტურიენტი დარეგისტრირდა ერთიან  ეროვნულ გამოცდებზე, რომლებიც მჯერა სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები გახდებიან. გამოცდებზე დარეგისტრირდნენ იმ მოსწავლეების ნაწილიც, რომლებმაც შარშან დაამთავრეს, ჯამში, წელს 34 აბიტურიენტი გვყავს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის კაჩაგანის N2 საჯარო სკოლა - აიათ გოიუშოვი:

წლეულს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გვქონდა წარმატებები, როგორც ბავშვების, ასევე პედაგოგების. პატარა სკოლა გვაქვს და მხოლოდ სამმა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, დავემშვიდოებთ, გავაცილეთ და გზა დავულოცეთ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლა - მასიმ აივაზოვი:

მშვიდად ჩაიარა ამ წელმა, გვქონდა წარმატებები მოსწავლეების და მასწავლებლების. ამჯერად 8 მოსწავლემ დაამთავრა სკოლა და აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გასულ წელს დამთავრებულმა მოსწავლეებმა ჩააბარეს საქართველოს უნივერსიტეტებში.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ვლადიმიროვკის საჯარო სკოლა - აიკაზ აგაიან:

ყველაფერმა კარგად ჩაიარა, სასწავლო წელი კარგად დავასრულეთ. „ეტალონის“ ტური გვქონდა, რითიც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ მოსწავლეებიც და მასწავლებელბიც, რა თქმა უნდა გვქონდა წარმატებები სხვადასხვა ტიპის აქტივობებშიც.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქესალოს საჯარო სკოლა - მამედ ხიალოვი:

წლეულს ყვეალფერმა კარგად ჩაიარა. განსაკუთრებული ემოციით გავაცილეთ ჩვენი სკოლის 44 მოსწავლე, რომლებმაც თორმეტი კლასი დაამთავრეს და წარმატება ვუსურვეთ ცხოვრების ახალ გზაზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლა - ისმიხან მამედოვი:

ძალიან კარგი და წარმატებული წელი გვქონდა. ჩავატარეთ ბოლო ზარი, დავემშვიდობეთ მეცხრეკლასელებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლა - ზიათხან სარდაროვი:

 არ ვამეტებ არაფერს, არაჩვეულებრივად კარგად ჩაიარა სასწავლო წელმა, 24-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა. მინდა გამოვყო წარჩინებული მოსწავლეები:

ორუჯოვა გული, ათეშ მუსაევი, სუჰამ კარიმოვი, ფიალა ვიასალოვა და ლამია მამედოვა.

მართალია, ლამია მამედოვამ აზერბაიჯანული სექტორი დაამთავრა, მაგრამ ძალიან უნდა რომ ჩააბაროს ეროვნული გამოცდები ქართულ ენაზე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლა - ელშად გასანოვი:

კარგად დავმთავრეთ სასწავლო წელი. პატარა სკოლა გვაქვს 47 მოსწავლე სწავლობს სულ  და ყველა გადავიდა კლასიდან-კლასში. წელს, მედალოსნები არ გვყოლია. ვემზადებით მეც და პედაგოგებიც  ახალი სასწავლო წლისათვის.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლა - იდაიათ გეიუშოვი:

წლეულს ყველაფერმა ჩვეულ რეჟიმში ჩაიარა. გვქონდა ძლაიან ბევრი წარმატებები. სკოლა 8 მოსწავლემ დაამთავრა, წარმატებებს ვუსურვებ მათ ცხოვრების ახალ გზაზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის N2 საჯარო სკოლა - ბაირამ ახმედოვი:

ჩვენ შენობა არ გვაქვს დაკეტილია სხვადასხა სკოლებში გვყავს ბავშვები გადანაწილებული და უნდა აგვიშენონ ახალი. წლეულს 9 მოსწავლე დაამთავრა მე-12 კლასი, სხვები კი წარმატებით გადავიდნენ კლასიდან-კლასში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება