სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წნისის საჯარო სკოლაში კვლევა - „როგორ გავზარდოთ საბაზო საფეხურის მოსწავლეების მოტივაცია ბიოლოგიის სწავლებისას“ ჩატარდა
24-06-2019
-
+


2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტის წნისის საჯარო სკოლაში ჩატარდა კვლევა თემაზე „როგორ გავზარდოთ საბაზო საფეხურის მოსწავლეების მოტივაცია ბიოლოგიის სწავლებისას“. ავტორი ბიოლოგიის პედაგოგი თეონა ბლიაძე გახლავთ.

ბიოლოგიის პედაგოგმა თეონა ბლიაძემ 2019 წლის 14 ივნისს კვლევის ანგარიში წარუდგინა კოლეგებს სკოლის ბაზაზე. პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა power point-ში აწყობილ სლაიდებს, შეიცავდა ინფორმაციას VII, VIII, IX კლასებში ჩატარებულ თეორიულ და ექსპერიმენტულ საფუძვლებს. კერძოდ პრობლემის შესწავლას, შესაბამის ინტერვენციების დაგეგმვა/განხორციელებას, შეფასების ეტაპებს, რის შედეგადაც პედაგოგმა დასკვნის სახით გაუზიარა კოლეგებს ჩატარებული ინტერვენციები და მიღწეული შედეგები.

პედაგოგის კვლევის საბოლოო დასკვნის მიხედვით, „მშობლის ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისათვის. გამოკვლევის თანახმად რაც უფრო მეტად არის მშობელი შვილის სწავლებისა და განათლების მიღების პროცესში, ესაუბრება მას განათლების მიღების მნიშვნელობაზე, მით უფრო მაღალია მოსწავლეთა მოტივაცია სწავლასთან დაკავშირებით.

მასწავლებლის შრომისუნარიანობით, სამართლიანობით,და სხვადასხვა აქტივობებითა და მეთოდური  საშუალებების გამოყენებით (ინტერვენციები, განმავითარებელი შეფასება და სხვა) შესაძლებელი ხდება საბაზო საფეხურზე მოტივაციის ამაღლება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა სახის პროექტებში, მათ განსაკუთრებით აინტერესებთ ლაბორატორიული, პრაქტიკული და ჯგუფური სამუშაოები. სწორედ ასეთი ინტრერვენციების განხორციელების შედეგად დაძლეულ იქნა ის პრობლემა, რომელიც კვლევის დაწყების მიზეზი იყო. 25%-ით გაიზარდა მოსწავლეებში ბიოლოგიის საგნისადმი ინტერესი და მოტივაცია“.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება