სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერგეს საჯარო სკოლის  „ახალგაზრდა აღმომჩენთა“ კლუბის წევრებმა საგრანტო პროექტების კონკურსში გაიმარჯვეს
20-06-2019
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ერგეს საჯარო სკოლის  „ახალგაზრდა აღმომჩენთა“ კლუბის წევრები, ანა ძნელაძის ინიციატივით, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის გამოცხადებულ საგრანტო პროექტების კონკურსში მონაწილეობდნენ. 

კლუბის წევრებმა კონკურსში გაიმარჯვეს და დაფინანსება მოიპოვეს. 

„ახალგაზრდა აღმომჩენთა“ კლუბს ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი ნანა ვარდმანიძე ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საკონკურსო პროექტი იყო - „ლაშქრობა მაჭახელას ეროვნულ პარკში". პროექტის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა.  ერთ-ერთი აქტივობა იყო „ინფორმაციის მოძიება მაჭახელას ეროვნულ პარკზე და პრეზენტაციების მომზადება“.  მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს  კლუბის  შეხვედრაზე. პრეზენტატორები: ანა ძნელაძე XI კლასი, მედეა ლორთქიფანიძე X კლასი, მარიამ კოკობინაძე X კლასი.

2019 წლის 15 ივნისს მოეწყო ლაშქრობა „მაჭახლის ეროვნულ პარკში“. მოსწავლეებმა  ნახეს უძველესი ძეგლები, გაეცნენ მის უნიკალურ ფლორას და ფაუნას.

„ჩვენი პროექტის ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეებში  საკუთარი კუთხის უნიკალური ეკოსისტემის გაცნობა და ეკოლოგიური წიგნიერების ამაღლება. ვფიქრობ მიზანს მივაღწიეთ, რისთვისაც მადლობას ვუხდით ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრს  და ხელვაჩაურის მერიას პროექტის დაფინანსებისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის დღეს გილოცავთ ! - 60 წელი პედაგოგების სტატუსის დაცვიდან

 

სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფლი თახნა წინა წელთან შედარებით შემცირებულია

 

 

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება