სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან შანიძე
19-06-2019
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში ქეთევან შანიძე ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლად მუშაობს და მას დიდი წვლილი მიუძღვის ბავშვების ქართულ ენაზე ამეტყველებაში.

etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას ქეთევან შანიძის შესახებ:

მასწავლებელი– ღვთიური საქმის მსახური!

ქეთევან შანიძე დაიბადა 1967 წლის 8 თებერვალს ქუთაისში, სწავლობდა ქუთაისის N7 სკოლაში. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, საბუნებისმეტყველო/გეოგრაფიის ფაკულტეტი, სპეციალობა – მასწავლებელი. აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის 30 წლიანი გამოცდილება.

ფლობს სასაუბრო გერმანულ, თურქულ, აზერბაიჯანულ ენებს, კარგად რუსულს. არის მეგობრული, მზრუნველი, პასუხისმგებლიანი. უყვარს ყველაფერი, რაც ალამაზებს ადამიანის სულს.

ქეთევან შანიძე დმანისის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლად იმყოფება „არაქართულეონვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის“ პროგრამით 2013 წლიდან და დღესაც აქტიურად აგრძელებს ჩვენს სკოლასთან თანამშრომლობას.

მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი სკოლის ბავშვების ქართულ ენაზე ამეტყველებაში, ქეთევანმა სკოლაში შექმნა ქართული ენის კლუბი, სადაც ბავშვები არა მხოლოდ სასკოლო მასალას, არამედ ქართულ კლასგარეშე ლიტერატურას, ფილმებსა თუ კულტურას ეცნობიან, ამასთანავე, იგი არაერთი პროექტის ავტორია, რომელიც ჩვენი სკოლის

მოსწავლეების განვითარებაზეა ორიენტირებული, ისინი ამგვარი აქტივობებით უფრო უთამამდებიან სცენას და არ უჭირთ საზოგადოებასთან ურთიერთობა და მეტყველება. აგრეთვე იგი აკეთებს ღონისძიებებს სკოლებთან დამეგობრების მიზნით, ზრუნავს ქართველი და აზერბაიჯანელი ბავშვების ინტეგრაციასა და ტოლერანტული ურთიერთობის განვითარებაზე.

ასეთი მუშაობის შედეგია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე, მე–9 კლასელი რაუფ რამაზანოვი, „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გახდა. ქეთევანი არა მხოლოდ ბავშვების, არამედ პედაგოგების პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნავს. იგი ხშირად ატარებს კოლეგებთან შეხვედრებს და საჭიროების მიხედვით ეხმარება მათ, ამიტომაცაა, რომ უკვე 7 მასწავლებელი სტატუსის ასამაღლებლად ემზადება“,-ნათქვამია ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება