სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N23 საჯარო სკოლაში „დედა ენის“ ძეგლი გაიხსნა
19-06-2019
-
+


პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში ქართველი ერის ერთ-ერთი სიმბოლოს „დედა ენის“ ძეგლი გაიხსნა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ეს დიდი საყოველქართველო საქმე 2019 წლის 27 მაისს აღსრულდა.

„დედა ენის“ ძეგლის საზეიმოდ გახსნამდე Iე კლასში (პედაგოგი ნანა გოგიტაური) ჩატარდა ღია გაკვეთილი ხელოვნება-ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომლის თემა გახლდათ: ხელოვნების დარგები, იაკობის დედა ენა და ე. ამაშუკელის „დედა ენის“ ძეგლი.

გაკვეთილის დასრულებისთანავე სკოლის ფოიეში ფოიერვერკისა და ანსამბლ „თუთარჩელას“ მიერ შესრულებული საგალობლების ფონზე გრანდიოზულად და მასშტაბურად გაიხსნა ქართველი ერის სიმბოლო - „დედა ენის“ ძეგლი.

ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება