სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხევის საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელთა გაცილების ღონისძიება ჩატარდა
18-06-2019
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელთა გაცილების ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში კონტიგენტის სიმცირის გამო  მონაწილეობდა ყველა კლასის მოსწავლე.

მათ მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. მოსწავლეებს გამოსამშვიდობებელი სიტყვები უთხრეს პედაგოგებმა, მშობლებმა, უმცროსკლასელებმა.

სკოლის დირექტორმა შეაფასა მათი სწავლის პერიოდი, გადაუხადა მოსწავლეებს მადლობა თავაზიანობისთვის, სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებებისთვის, დაემშვიდობა თბილი სიტყვებით.

სკოლასთან გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოთქვეს მეცხრეკლასელებმაც. 

მოსწავლეებს კლასის ხელმძღვანელმა მაყვალა ჟღენტმა პირადად გადასცა  საჩუქარი - ,,ვეფხისტყაოსანი". ღონისძიებას ესწრებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი დარეჯან თოლორდავა, რომელმაც ფასიანი საჩუქრებით გაახარა ისინი.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება