სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში სპორტის გარდაცვლილ მასწავლებელს სპორტული ღონისძიება მიუძღვნეს
18-06-2019
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში სპორტის გარდაცვლილი მასწავლებელი ტარიელ აბულაძე სპორტული აქტივობებით გაიხსენეს. 

მე-2ა, მე-2ბ, მე-3ა, მე-3ბ და მე-4 კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელების ინიციატივითა და ორგანიზებით ასპარეზობა „მხიარული სტარტები“ გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მონაწილენი ორ გუნდად გაიყვნენ: „მგლები“ და „ლომები“. დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტარიელ აბულაძის ხსოვნას.

მონაწილეები გაეცნენ თამაშის წესებს და მონდომებით ასრულებდნენ დავალებებს ამა თუ იმ სახეობაში. მათ აფასებდათ ჟიური. ვაჟები და გოგონები თანაბრად იყვნენ ჩართული თამაშის ყველა სახეობაში. იყო ძალთა ჭიდილი, სისწრაფე და, რა თქმა უნდა, შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვებისათვის.

ღონისძიებას უძღვებოდა სპორტის პედაგოგი გელა აბჟანდაძე.  გამარჯვება წილად ხვდა გუნდს „მგლები“, რომელსაც ტარიელ აბულაძის სახელობის თასი გადაეცა. 

სკოლის დირექტორმა, გიორგი ქასრაშვილმა აღნიშნა, რომ ტარიელ მასწავლებლის სახელობის თასი გარდამავალი იქნება და მსგავსი ასპარეზობები ტრადიციად დამკვიდრდება სკოლაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება