სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N45 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა „თვითმმართველობის დღე“ გაიმართა
17-06-2019
-
+


თბილისის N45 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა „თვითმმართველობის დღე“ გაიმართა. მოსწავლეებმა წარმატებით მოირგეს სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლების, ტექნიკური პერსონალის, მანდატურის, ექიმის, ფსიქოლოგის როლები.

დღე დასრულდა მოსწავლეთა დაჯილდოებით. მათ სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცათ მადლობის სიგელები. სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეები მთელი სერიოზულობით მოეკიდნენ დაკისრებულ ვალდებულებებს და წარმატებით გაართვეს თავი თავიანთ ფუნქციებს.

„ჩვენი მიზანია აქტიური მოქალაქის აღზრდა, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა. აქვს თანამშრომლობის მაღალი კულტურა და გუნდური მუშაობის უნარი, აცნობიერებს თავის ვალდებულებებს და იზიარებს პასუხისმგებლობას.

ამ მიზანს ემსახურება სკოლის ტრადიციად ქცეული „თვითმმართველობის დღე“, რომელიც ყოველწლიურად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ტარდება სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის ორგანიზებით.

სკოლის დირექტორი - მარიამ წიკლაური  დირექტორის მოადგილე - გიორგი ცაგურია, თორნიკე ჯანჯღავა .

მასწავლებლები - ქართული ენა და ლიტერატურა - შავაძე მაკა, გრიგორიადისი ლაზარე, სხულუხია ვიკა, გაბიტაშვილი სალომე; მათემატიკა - დობაძიშვილი გვანცა, გაბიტაშვილი სალომე. ისტორია - ცაგურია გიორგი; სამოქალაქო განათლება - თორნიკე ჯანჯღავა, ჩხაიძე თამარი; ხელოვნება - მარია გარბუზ; სპორტი - თოდუა საბა; ინგლისური - კობერიძე ნია, გრიგორიადისი ლაზარე; ბიოლოგია- წიკლაური ანა; რუსული - გარბუზ მარია; გეოგრაფია - აფიციაური ანა, სულუხია ვიკა;

მანდატურები - ბაღდოშვილი ნიკოლოზი, ვეშაგური გიორგი, მებაღიშვილი ზეზვა; ექიმი - გაბელაშვილი ლევანი; მნე - წულაია დაჩი; ფსიქოლოგი - ჩხაიძე თამარი; დაცვა - გაგაძე დავითი; ფოტოგრაფი - აბაზაძე ანი; ვიდეოგრაფი- კამკამიძე გიორგი.

მადლობა მათ ასეთი პასუხიმგებლობისთვის. ჩვენ ერთად ვქმნით სასკოლო კულტურას“,-ნათქვამია თბილისის N45 საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება