სიახლეები
სკოლები

ტკოცის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტრადიციულად სასწავლო წლის ბოლოს  ღონისძიება გამართეს
14-06-2019
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის ტკოცის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტრადიციულად სასწავლო წლის ბოლოს ღონისძიება გამართეს.

მათ შესანიშნავად მოირგეს როლები და ოსტატურად გააცოცხლეს ქვეყნის ისტორიული წარსულის სურათები. ამით თავიანთი ეროვნულობისადმი ამაღლებული დამოკიდებულება გამოხატეს. ღონისძიება თემატიკით მრავალფეროვანი იყო და მისი ძირითადი მოტივები მაღალზნეობრივი და პატრიოტული იყო.

ბოლოს მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელმა ნიკოლოზ შუბითიძემ გააგრძელა მოსწავლეთა ამაღლებული პათოსი და ლექსით სამშობლოზე დიდი ხალისი შეიტანა ღონისძიების მსვლელობაში. მან ქართული არმიის ფორმაში გამოწყობილმა ომახიანად შემოსძახა:

„...არ შემაჩეროთ მტერს ანდერძი უნდა ავუგო...“
„...დიდი ილიას, აკაკის და ვაჟას ერი ვართ...“

ეს დღე იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მოსწავლეების შემოქმედებით ღონისძიებას დაესწრნენ საპატიო სტუმრები: საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მაია კობახიძე; ვიცეპრეზიდენტი მარი ალუღიშვილი; სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზიზი ელისაშვილი; ადგილობრივი თემის ხელმძღვანელი პირები: როინ ცხოვრებაძე და მიშა კაპანაძე; სოფელ ტკოცის წნინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღოლი † ს.ქ. იღუმენი იოანე;

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისა და სკოლის დანარჩენი საზოგადოებისათვის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გურასპაშვილის და ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ზვიად გოგუაძის სტუმრობა. მათზე შთაბეჭდილების მოხდენა მოსწავლეების მხრიდან და აზრის გაზიარება. ამასთანავე, სკოლაში არსებული მოსამზადებელი ჯგუფის პატარებს პირადად მიეცათ შესაძლებლობა უდიდესი მადლიერება გამოეხატათ, ამ ცოტა ხნის წინათ, საბავშვო გასართობი ატრაქციონების გახსნის გამო. მათი წვლილი ამ საქმეშიც დიდია!

მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის შთამბეჭდავი იყო მაია კობახიძის დადებითი ემოციები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლინების გამო, მან ისიც აღნიშნა, რომ თვალში მოსახვედრი იყო მოსწავლეთა ვიზუალური მხარე, რომელიც თანხვედრაში იყო მათ ეროვნულ სულისკვეთებასთან და შეაქო ისინი.

პედაგოგების მთავარმა უფლებადამცველმა საინტერესო საუბარი გამართა სკოლის პედაგოგებთან, ესაუბრა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რითაც პედაგოგების კმაყოფილება გამოიწვია.

ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლაში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ეწვივნენ მონასტერს. იქ მოღვაწე † ს.ქ. იღუმენმა იოანემ გულთბილი მასპინძლობა გაუწია.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები იყვნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა კანთელაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი ლალი ბურდიაშვილი, მხატვრულ გაფორმებაზე იმუშავა დაწყებითი (ხელოვნების) მასწავლებელმა ხათუნა შუბითიძემ. ღონისძიების მომზადებაში, როგორც ყოველთვის ერთსულოვანი იყო სკოლის ყველა თანამშრომელი.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის საპატიო სტუმრებს სკოლაში მობრძანებისათვის, მოსწავლე-ახალგაზრდების მხარდაჭერისა და პატივისცემისათვის. ასევე სასკოლო საზოგადოებას - კიდევ ერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი დღისათვის.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ბრიტანელი მოსწავლეები ბლოგერებს უფრო ენდობიან, ვიდრე მასწავლებლებს - კვლევა

ეროვნულები 2026 - შეეხო თუ არა ცვლილება ქართულის გრამატიკის საკითხებს და რისი ცოდნა მოგეთხოვებათ

შეეხებათ თუ არა უმაღლესებში ადგილების შემცირება მოქმედ სტუდენტებს? - კითხვას მინისტრის მოადგილე პასუხობს

ბავშვის სასკოლო მზაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური ცოდნით, მის შესაფასებლად სამინისტროს ადამიანური რესურსი არ აქვს

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის წარმატებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

კონკურსს ჰყავდა კომპეტენტური ჟიური, რომელმაც შეაფასა ნამუშევრები და დააჯილდოვა მონაწილეები

საინტერესო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება