| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის IV კლასის გამოსაშვები ზეიმი: ,,სამშობლო საქართველოა, ჩვენი მზე ამომავალი“ დიდი ემოციებით დასრულდა. ერთმანეთს ენაცვლებოდა ტირილი და სიცილი ბავშვების და მასწავლებლებისა.
„არ ვიცი როდის ვიგრძნობ შვებას, როდის დამავიწყდება ეს გულისტკივილი. ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ და მიმძიმს თქვენთან განშორება, ოთხი წელი.... ნაყოფიერი შრომა.... მოგონებები..... საყვარელი და შრომისმოყვარე მშობლები, რომელნიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიების მსვლელობაში. ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვიყავით ერთ მუშტად შეკრული. ჩვენი დევიზი იყო: ,,ყოველდღიური - განვითარება“ , რამაც დიდი შედეგი გამოიღო.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც თბილი სიტყვები არ დაიშურა ბავშვებისთვის, ვინც მოგვეფერა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ: მამუკა ჩინჩალაძეს, რომელმაც საკუთარი ინიციატივით სიურპრიზი მოუწყო ბავშვებს.
ვარსკვლავი გაუხსნა და დიდი ოვაციებით და შეძახილებით: ,,ვაშა ჩვენ ოთხი კლასი დავამთავრეთ“, ,,ჩვენ უკვე მეხუთე კლასელები ვართ“ ისმოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. მიყვარხართ..... მიყვარხართ..... მიყვარხართ....“ - აცხადებს კლასის დამრიგებელი მაია ზურაბაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ