სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სარეკის საჯარო სკოლას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, როსტომ აბრამიშვილის სახელი მიენიჭა
14-06-2019
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის საჯარო სკოლას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, როსტომ აბრამიშვილის სახელი მიენიჭა. ამასთან დაკავშირებით სარეკის საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ღებულობდნენ მონაწილეობას.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ დაწყებითი კლასის მასწავლებლები: ქეთევან ცაბაძე და თამარ გელაშვილი.

ღონისძიების დაწყებამდე მამა ლევან კაციტაძემ სარეკის ღვთისმშობლის შობის ტაძარაში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

გვირგვინებით შეიმკო როსტომ, მალხაზ, კახაბერ აბრამიშვილებისა და ლადო ჭიღლაძის საფლავები. საჩხერის პილკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლის მეტაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და მისმა ჯარისკაცებმა პატივ მიაგეს გმირების საფლავებს.

ღონისძიება სარეკის საჯარო სკოლის ეზოში გაგრძელდა, სადაც სკოლისთვის როსტომ აბრამიშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით მისულ საზოგადოებას სკოლის დირექტორი ლალი აბჟანდაძე მიესალმა.

მემორიალური დაფა სიმბოლურად როსტომ აბრამიშვილის შვილებმა გოგა და ნინო აბრამიშვილებმა გახსნეს. ღონისძიებაზე გაიხსენეს როსტომ აბრამიშვილის და ომში დაღუპული მისი თანასოფლელების ცხოვრება.

თვით როსტომი სარეკის საჯარო სკოლის პედაგოგი გახლად და მრავალი თაობის აღზრდაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის 1993 წლის 9 ივნისს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და შეეწირა სამშობლოს კეთილდღეობისაღვის ბრძოლას.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა მადლობა გადაუხადა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს და მიულოცა მათთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი დღე.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამხედრო პირები, სოფლის მოსახლეობა და როსტომ აბრამიშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ინფორმაცია განთვსებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის, სკოლის და პირად ვებ-გვერდებზე. ასევე სიუჟეტი გავიდა იმერვიზიის არხზე.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება