სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით თბილისის N94 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კრეატიული მასწავლებელი და დამრიგებელი ლელა ტალახაძე
14-06-2019
-
+


თბილისის N94 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კრეატიულმა მასწავლებელმა და VIII 4 კლასის დამრიგებელმა ლელა ტალახაძემ, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების მიზნით, ლიტერატურული კაფე-საღამო - ,,ჩვენ, თქვენ და ისინი“ ჩაატარა. 

„სწავლა-სწავლების პროცესის წარმატებულად მიმდინარეობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. მასწავლებლები მოსწავლეების წინაშე ძირითადად თავიანთ ამპლუაში წარდგებიან ხოლმე და პროფესიონალიზმის საშუალებით იქმნიან ავტორიტეტს, თუმცა მოსწავლეებისათვის, გარდა პედაგოგის სავალდებულო საქმიანობისა, საინტერესოა პიროვნული თვისებები, ბიოგრაფიული დეტალები, ინტერესები, გემოვნება და სხვა.

სწორედ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების მიზნით 10 ივნისს ჩატარდა
ლიტერატურული კაფე-საღამო სახელწოდებით: ,,ჩვენ, თქვენ და ისინი“, რომლის მასპინძლებიც VIII 4 კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი ლელა ტალახაძე იყვნენ.

შეხვედრაზე მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ერთ დიდ გუნდად შეიკვრნენ და საღამოც საკმაოდ შინაურული და გულთბილი გამოვიდა.

დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს მასწავლებლებს თავად VIII 4 კლასის გოგონები გაუმასპინძლდნენ. მაგიდებზე იდო მენიუ, რომელშიც შეთავაზებული იყო ყავა, ჩაი, ცივი სასმელები და კექსი, ამ უკანასკნელში საიდუმლო დავალება ინახებოდა.

მასწავლებლებმა ის საღამოს დასასრულს გახსნეს. დავალებები კი ასე გამოიყურებოდა: შეაფასეთ დღევანდელი საღამო, გამოგვიგზავნეთ კოცნა, გვირჩიეთ რამე, გადაიღეთ ჩვენთან ერთად ფოტო, ჩაგვეხუტეთ და სხვა.

მანამდე კი მოსწავლეებმა იუმორისტულად აღწერეს და დაახასიათეს თავიანთი მასწავლებლები, მათ კი ამოიცნეს საკუთარი სახეები. შემდეგ დაბრუნდნენ ბავშვობაში და უპასუხეს ფერად ბუშტებში მოთავსებულ კითხვებს, მაგ.: როგორი მოსწავლე იყო, მიუღიათ თუ არა ორიანი, რამე თუ დაუმალავთ ბავშვობაში, მათი ოცნება იყო თუ არა პედაგოგობა და სხვა.

მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს ორი მოთხრობა: ,,ზღვარზე“ და ,,მე შევცვლი სამყაროს“, ორივე ნაწარმოები შექმნილი იყო მოსწავლეების მიერ და ეძღვნებოდა აქტუალურ პრობლემებს, კერძოდ, დისკრიმინაციასა და კიბერბულინგს.

როგორც აღინიშნა, საღამომ მხიარულ და შინაურულ გარემოში ჩაიარა. და რაც მთავარია, სულ სხვა თვალით დაანახა მასწავლებელსა და მოსწავლეებს ერთმანეთი“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება