სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეების ღონისძიება - „მშვიდობით დედაენა“ გაიმართა
13-06-2019
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის ლალი ჩინჩალაძის ხელმძღვანელობით მოაწყო ღონისძიება  „მშვიდობით  დედაენა!“

დაგეგმილი ღონისძიების შესაფერისად მორთეს საკლასო ოთახი. დადგეს ცოცხალი ანბანის ხე, რომელსაც ამშვენებდა  ფერადი ანბანის ასოები. კედელზე გამოფენილი იყო იაკობ გოგებაშვილისა და მისი მოთხრობების პერსონაჟების სურათები, გაფორმებული იყო მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატებით. სცენას ამშვენებდა თიხის ჭურჭელი, სამუშაო იარაღები და სურნელოვანი ყვავილები. მოსწავლეებმა წაიკითხეს დედა ენისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს საბავშვო სიმღერები, გაითამაშეს ინსცენირებები ნასწავლი მოთხრობებიდან.  წარმოადგინეს ქართული ცეკვები.

ზეიმზე მოწვეული იყო მშობლები, მასწავლებლები, უფროსკლასელები და მომავალი პირველკლასელები. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნარგიზი სამხარაძემ მოსწავლეებს მიულოცა პირველი კლასის დასრულება და მომავალი წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება