| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“(დირექტორი ნაზი ნადირაძე) „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია - „ივერიას“ საიუბილეო საღამოს მასპინძლობდა. ღონისძიების დაწყებამდე სკოლის ეზოში დაირგო სტუმრების მიერ მიტანილი მარადმწვანე მცენარეთა ნერგები.
პრემიისა და პროექტის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა საღამო საინტერესოდ წარმართა, სადაც მონაწილეობდნენ განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანები, სასულიერო მოღვაწე პოეტები და მწერლები, ხატმწერები, მხატვრები, ფოტოხელოვანები და სხვა.
ღონისძიებას ესწრებოდა გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძე და ავჭალა-გლდანისხევის საუბნო განყოფილების უფროსი ბატონი გიორგი ჭიღლაძე.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლები ადგილობრივი თემის მცხოვრებნი, სკოლის თანამშრომლები, მესამე საფეხურის მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ პროზისა და პოეზიის ავტორთა გამოსვლებს. სტუმრებმა სკოლას გადასცეს საჩუქრად წიგნები.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის დამფუძნებელს ნუგზარ ჭიაბერაშვილს საინტერესო და სასიამოვნო საღამოს ორგანიზებისთვის.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ