| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სასიხარულო სიახლე, რომელმაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის მოსახლეობა გაახარა სოფელში ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობა გახდა, რომელიც განხორციელდა 2019 წლისათვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.
„განსაკუთრებით განუზომელი სიხარულით და მადლიერებით შეხვდნენ პატარები, რომლებისთვისაც ეს საჩუქარი დაუჯერებელი იყო. ემოციებს ვერ მალავდნენ ახალგაზრდა მშობლებიც.
უკანასკნელ პერიოდში სოფელში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: სოფელი მთლიანად გაზიფიცირებულია; მოწყობილია გარე განათება; მუშაობს ამბულატორია; დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს დანაგვიანების დასაცავად გატარებულ ღონისძიებებს და სხვა. ეს ყველაფერი გარკვეული დადებითი წვლილის შემტანია სოფლის ცხოვრებაში და საინტერესოს და მიმზიდველს ხდის ახალგაზრდა ოჯახებისათვის აქ ცხოვრებას. ახლად განხორციელებული პროექტის მთავარი მიზანიც ეს იყო.
სოფლის მოსახლეობის სახელით მადლობას ვუხდით ხაშურის გამგეობის მერს, ბატონ გიორგი გურასპაშვილს, ფლევის თემის რწმუნებულს, როინ ცხოვრებაძეს და ადგილობრივ მაჟორიტარ დებუტატს, ბატონ მიშიკო კაპანაძეს მხარდაჭერისა და ზრუნვისათვის“,-ამბობს ტკოცის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ლომიძე.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ