სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლაფანაანთკარის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
12-06-2019
-
+


დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიერ განხორციელდა პროექტი „გერმანელი ტყვეების და კოლონისტების კულტურული და არქიტექტურული ნაკვალევი საქართველოში“, რომელიც საქართველო-გერმანიის ურთიერთობის 200 წლის იუბილეს მიეძღვნა.

„პროექტი ორ ეტაპიანი იყო: I ეტაპი - „გერმანელი ტყვეები დუშეთის რაიონში“ ევროპულ-ქართულ უნივერსიტეტთან არსებული პლატფორმა „ინიციატივის“ და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით, პროექტში ჩართული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით, მაისურებით, გერმანიის და საქართველოს დროშებით. აგრეთვე მონაწილეებმა მიიღეს 5-დღიანი მიწვევა ბაზალეთის საზაფხულო-სასწავლო ბანაკში.

II ეტაპი კი „კოლონისტი გერმაელები ასურეთში“ ევრო კომისიის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში წელს განხორციელდა. 200 წლის წინ დაწყებულმა მიგრაციულმა პროცესმა, რომელიც რუსეთის მეფე ალექსანდე І-ის მანიფესტით განხორციელდა სათავე დაუდო ორი ერის მჭიდრო კავშირს. ყველა ხალხის კულტურას აქვს მექანიზმების მთელი სისტემა სხვა კულტურათა განსაკუთრებით ინტენსიური ზემოქედებისგან დასაცავად. სწორედ ამ მექანიზმმა და ქართველების თანადგომამ გადაარჩინა ვიურტენბერგელი გერმანელების კულტურა საქართველოში. ამგვარ სიტუაციაში ერთმანეთს უპირისპირდება ადამიანისთვის ჩვეული და უცხო კულტურის ფასეულობები, ნორმები, ენა, ყოველდღიური ცხოვრება და ადამიანი განიცდის კულტურულ შოკს. მაგრამ კოლონისტებმა ეს პროცესი უმტკივნეულოდ გაიარეს და გერმანელებისთვის საქართველო მეორე სამშობლოდ გადაიქცა, მანამ სანამ სტალინის ბრძანებით არ მოხდა მათი უსამართლოდ გადასახლება შუა აზიაში, ცარიელ სახლებში კი რაჭველები ჩამოასახლეს.

9 ივნისს საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლები და მასწავლებლები პროექტის ფარგლებში ეწვივნენ თეთრიწყაროს რაიონში მდებარე გერმანელი კოლონისტების მიერ დაარსებულ სოფელ ასურეთს იგივე ელიზაბეტალს. კოლონისტების შთამომავლების ჯულიეტა და ნატალია დარჯანიების დახმარებით 3 საათის განმავლობაში მოსწავლეებმა ნაწილობრივ რეაბილიტირებულ სოფელში მოინახულეს უნიკალური არქიტექტურული სტილის შენობები: ულურსმოდ და უცემენტოდ აგებული სამსართულიანი სახლები, კირჰე- გერმანელების ტაძარი, საბავშვო ბაღი, ოპერის თეატრი, მარანი, გოგირდის აბანო, გერმანელების სასაფლაო. თემის პრეზენტაცია შედგა გერმანულ მარანში. სოფლის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამ სოფლის არსებობა სასურველია იცოდეს ყველა ქართველმა“,-ნათქვამია ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.




იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საკვალიფიკაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მასწავლებლებს ვადა 2029 წლის 1-ელ იანვრამდე აქვთ

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება