სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლემ სალომე ომანაძემ პროექტში - „განავითარე შენი რეგიონი და გაიცანი ევროპა“ გაიმარჯვა
12-06-2019
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ომანაძე პროექტის - „განავითარე შენი რეგიონი და გაიცანი ევროპა“ ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების პროექტის - „განავითარე შენი რეგიონი და გაიცანი ევროპა“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

მოსწავლეებს ლეჩხუმის ტურისტულ განვითარებაზე პროექტები უნდა წარედგინათ. მათ შორის იყო ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე  სალომე ომანაძის პროექტი - „ახალჭალა, როგორც ლეჩხუმის სავიზიტო ბარათი“. 

უნდა გამოვლენილიყო ორი გამარჯვებული: ერთი - ჟიურის მიერ, მეორე კი მაყურებლის რჩეული, ფარული კენჭისყრით. სალომე მაყურებლის რჩეული გახდა. გამარჯვებულებს გადაეცათ ერთკვირიანი საგზური სრული დაფინანსებით კაბადოკიაში. ტური 15 ივნისს დაიწყება.

ლადო ასათიანის სახელობის სკოლა ულოცავს სალომე ომანაძეს ამ გამარჯვებას და კვლავ წარმატებებს უსურვებს!

„მადლობა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის ორგანიზატორებს! მადლობა ჩვენი სკოლის უნიჭიერეს კურსდამთავრებულებს: სოფო და ხატია სვანიძეებსა და ილია გურეშიძეს , რომლებიც ამ სამი წლის განმავლობაში ცაგერის მუნიციპალიტეტში ამ პროექტის მენეჯერები იყვნენ და მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელ ბატონ გოგი კვირიკაშვილთან ერთად ხელს უწყობდნენ ახალგაზრდების დაინტერესებასა და ჩართულობას ლეჩხუმის ტურიზმის განვითარების პროცესში და მათში ლიდერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება