სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები კონფერენციაში - „ოქროს რიცხვი-2019“ მონაწილეობდნენ
11-06-2019
-
+


საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა და მასწავლებელთა „ოქროს რიცხვი-2019“-ის დასავლეთ კონფერენცია ჩაატარა. კონფერენციას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა. 

კონფერენციაში 100-ზე მეტი მასწავლებელი და მოსწავლე მონაწილეობდა.

წარმოდგენილი იყო ზეპირი და სტენდური მოხსენებები. სკოლა „ანაბასისის“ ორი პროექტი შეირჩა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ კონფერენციაზე წარსადგენად:

1. „ჩვენი ჰაერი“, რომლის მიზანი იყო ატმოსფერულ ჰაერში ექსპერიმენტული მეთოდით მტვრისა და მანგანუმის დიოქსიდის კონცენტრაციის განსაზღვრა, დაკვირვების წარმოება მონიტორინგის ჯიხურებში აზოტის (IV), გოგირდის (IV) ოქსიდების ,ნახშირბადის მონოქსიდის შემცველობაზე. მიღებული შედეგების შედარება ზღვრულად დასაშვებ რაოდენობასთან.

2. პერიოდული სისტემა მაგნიტურ დაფაზე. პერიოდული სისტემა გადატანილ იქნა მაგნიტურ დაფაზე, გახდა იგი ადვილად აღქმადი, ხელმისაწვდომი ,„პრაქტიკულად გამოსაყენებელი“, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები შეძლებენ ერთმანეთს დაუკავშირონ ელემენტის მდებარეობა, აღნაგობა და თვისებები, განსაზღვრონ მათ მიერ წარმოქმნილი ნაერთის, ფორმები და თვისებები. შესაძლებელია მისი გამოყენება სხვა საკითხების და საგნების შესასწავლად, არა მარტო ქიმიის გაკვეთილებზე.

კონფერენციაზე მოსწავლეებმა საინტერესოდ, არგუმენტირებულად, დამაჯერებლად წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები, მიგნებები დასკვნები. კონფერენციიდან მომხსენებლის სერთიფიკატებით დაბრუნდნენ „ანაბასისის“ მე-10 კლასის მოსწავლეები: ქეთი ფანცხავა და მარიამ ჭანტურიძე, მე-11 კლასის მოსწავლეები: სანდრო სვიანაძე, ნინო ტალ;ახაძე, ქეთი ჯუღელი, ირაკლი მდინარაძე. (ისინი მკვლევართა კლუბისა და კლუბ „​ანაბასისის“ ქიმიკოსები წევრები არიან ) პედაგოგი ქეთევან ედიბერიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება