სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
11-06-2019
-
+


ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ.

მათ გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართეს დირექციას, პედაგოგებს, თანატოლებსა  და  თანასკოლელებს. ასევე შეაჯამეს განვლილი წლები, გამოხატეს ემოციები, გულთბილი დამოკიდებულება პედაგოგებისა და სკოლის  მიმართ. სკოლის დირექტორმა  და პედაგოგებმა ცხოვრებისეული გზა დაულოცეს მათ.

„აგვედევნა და გვიწკრიალდა ბავშვება ოქროსნაპერწკლიანი“ - ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში, (კლასის ხელმძღვანელი ლილი ლომაძე) საოცარი გოგო-ბიჭებისთვის „ბოლო ზარი“ აწკრიალდა...

ბავშვური სილაღე და ანცობა, ლაღი იუმორი, ცრემლნარევი სევდა და მომავალის იმედი ასხივოსნებდა ბავშვობის გარდასულ დღეთა მოგონებებს... ლამაზად და  შინაარსიანად გატარებულ 12 წელს“,-ნათქვამია ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება