| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის საჯარო სკოლაში პროექტი „ჩვენი დროის გმირები“ განხორციელდა.
აქტივობის მიზანი მოსწავლეებისთვის საამაყო ახალგაზრდების გაცნობა, ამავე სკოლის კურსდამთავრებულების გმირობისა და თავდადების დაფასება გახლდათ.
მე-5, მე-6, მე-7 და მე-10 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით პროექტი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა და ფინალი ლიტერატურულ - მხატვრულმა კომპოზიციამ მოიცვა , რომელიც აგებული იყო პოეტ ივანე კორძაძის და ამავე სოფლის მკვიდრის, შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ახალგაზრდა პოეტის, მიხეილ დვალიშვილის პოეზიაზე.
პროექტზე მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმისა და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების მოთხოვნების შესაბამისად წარიმართა.
თემაზე მუშაობის დროს მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობის, ინფორმაციის მოძიება-დამუშავების, მხატვრული კითხვის ტექნიკის ფლობის, აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, ორგანიზებულობისა და დროის ლიმიტის დაცვის უნარები.
მოსწავლეებში გაიზარდა ინფორმირებულობის დონე, ისინი ყოველთვის პატივისცემით მოიგონებენ ჩვენი დროის გმირებს, შინდისში გმირულად დაღუპულ მიხეილ(მიშიკო) დვალიშვილსა და ავღანეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად დაღუპულ ლავროსი(ლაშა) ივანიაძის სახელებს.
„ვფიქრობ, ამ ტიპის პროექტების განხორციელება აუცილებელია, რადგან მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ გმირების ღვაწლის დაფასების უნარი, დაღუპულებზე პატივის მიგებისა და საფლავთან დგომის წესები.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას, ერთგული და ტოლერანტი მამულიშვილების ჩამოყალიბებას,“ - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ხათუნა კორძაძემ.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ