სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის №5 საჯარო სკოლაში ღონისძიება „სამეცნიერო პიკნიკი 2019“ გაიმართა
10-06-2019
-
+


ახალციხის №5 საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის (კათედრის ხელმძღვანელი შორენა ენდელაძე) მიერ დაგეგმილი კვირეულის ,,საოცარ მეცნიერებათა სამყაროში“ ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება ,,სამეცნიერო პიკნიკი 2019" გაიმართა.

ღონისძიება სკოლის დირექციის ფინანსური და მორალური მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების სამზადისში კათედრის ყველა მასწავლებელი აქტიურად იყო ჩართული. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლების ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს როგორც სამეცნიერო პიკნიკის ორგანიზებასა და სკოლის ეზოს მოწყობაში, ასევე წარმოადგინეს: საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტები ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის მიმართულებით, საკუთარი ხელით შექმნილი სხვადასხვა ტიპის მოდელები, სახალისო სტენდი ფოტოსესიისთვის.

პიკნიკზე აგრეთვე იყო საჩუქრების კუთხე, სადაც ყველას შეეძლო ყუთიდან ამოღებულ კითხვაზე სწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში საჩუქრად მიეღო: ბლოკნოტი, კალამი, ფანქარი, სათლელი, საშლელი, ჩუპა-ჩუპსი. ღონისძიებას ასევე ჰყავდა DJ და ფოტოგრაფი მოსწავლეების სახით.

სამეცნიერო პიკნიკს სტუმრობდნენ: სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე, „World Vision საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლები: ნინო ლომიძე, ელენა ბეგიაშვილი. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი მანანა ბალიაშვილი, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი ხათუნა ხმალაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან პარუნაშვილი, ამავე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი შორენა დიასამიძე და მათი მოსწავლეები, სკოლის დირექცია, მასწავლებლები და სხვადასხვა ასაკის ბავშვები. სკოლა დიდ მადლობას უხდის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ყველა პედაგოგს და მოსწავლეებს იმ მართლაც საოცარ მეცნიერებათა სამყაროში მოგზაურობისთვის, რომლის საშუალებაც მათ მისცეს დამსწრე საზოგადოებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება