| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედას მუნიციპალიტეტის გეგელიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებს გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ. მოსწავლეები და მასწავლებლები პეტრას ციხეს ესტუმრნენ.
გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო პეტრას ციხის ისტორიის გაცნობა და ადგილების მონახულება; ჩატარებულიყო ინტეგრირებული გაკვეთილი „ისტორიაში, გეოგრაფიასა და ინგლისურ ენაში“, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის თავისუფალი აზრის გამოთქმის და 21-ე საუკუნის უნარების გამომუშავება.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი წარიმართა ინტერაქტიული აქტივობებით, მოსწავლეთა მოტივაცია იყო ძალიან მაღალი, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს აქტივობებში მიცემული დავალებების სწორად შესრულებაში.
გაკვეთილის ბოლოს მოხდა განმავითარებელი შეფასება და გაკვეთილის რეფლექსია:
ინტეგრირებული გაკვეთილი წარმართეს და განახორციელეს გეოგრაფიის მასწავლებელმა თამილა ნიჟარაძემ, ინგლისური ენის მასწავლებელმა ოქრო დავითაძემ და ისტორიის მასწავლებელმა მერაბ ბერიძემ.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ