| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N89 საჯარო სკოლაში ორიგინალური სპექტაკლი გაიმართა.
IIIდ კლასის მოსწავლეებმა თანატოლებს, პედაგოგებსა და მშობლებს დადგმა „ყველაზე საჭირო პროფესია" წარუდგინეს.
პატარა მსახიობებმა მშენებლის, თერძის, მებაღის, მეეზოვის, ექიმის, მეცნიერისა და მასწავლებლის როლები მოირგეს და საბოლოოდ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველა პროფესია საინტერესო, აუცილებელი და საჭიროა.
ზეიმის მეორე ნაწილი ლექსებს, სიმღერებს, ცეკვებსა და მხატვრულ ტანვარჯიშს დაეთმო. ნიჭიერმა მოსწავლეებმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მშობლების აქტიური ჩართულობით ჩატარდა.
სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მიმოზა ტყებუჩავამ მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და მეტი წინსვლა უსურვა.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ