სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აცანის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მასწავლებლებმა  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ლაშქრობა მოაწყეს
07-06-2019
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, აცანის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების ,მაია კვიჭიძისა და დავით ქინქლაძის ინიციატივით და მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, „ჩიტიას“ მთაზე ლაშქრობა მოეწყო. 

„ეს დღე მართლაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა საკუთარი სოფლის ისტორიის გასაცნობად. დავლაშქრეთ, სავარაუდოდ, ანტიკური ეპოქის ციხის ნანგრევები, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება და ისტორიულ შესწავლასა და შეფასებას. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ საქმე გვაქვს სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვან ციხესთან, საიდანაც შეუიარაღებელი თვალითაც ერთდროულად  მოჩანს მცირე და დიდი კავკასიონი, ზღვის სანაპირო ზოლი. იმედი მაქვს, მეცნიერები დაინტერესდებიან ამ ნანგრევებით და, შესაბამისად, განსაზღვრავენ  ჩვენი ციხის ასაკსა და მნიშვნელობას. იქვე აღვმართეთ საქართველოს დროშა, ჩვენი სახელები დავწერეთ ფურცელზე და ბოთლში მოთავსებული დავტოვეთ დროშის გვერდით. თანაც, მოსწავლეთა ინიციატივით, საფუძველი ჩავუყარეთ ტრადიციას, რომ ყოველი წლის 29 მაისი გვექცია ლაშქრობის დღედ, რომლის მიზანი იქნება ჩვენი სოფლის სხვა ღირსშესანიშნაობების გაცნობა  და შესწავლა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება