| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება კლასის დამრიგებელმა ლელა ყოლბაიამ გაუწია, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით პირველკლასელების ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით გამოირჩეოდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები. მოსწავლეებმა გაიხსენეს „დედა ენის“ შექმნისა და განვითარების ისტორია და ქართული ანბანისადმი მიძღვნილი, გამოჩენილი ადამიანების ულამაზესი გამონათქვამები და ფრაზები.
კლასის დამრიგებელმა მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიმბოლურად სიგელები დააჯილდოვა.
სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის ლალი ყოლბაიას სკოლის დირექციისგან მადლობის სიგელი გადაეცა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელის ლალი ყოლბაიას და ხატია სახოკიას ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდნენ. მათ მოინახულეს ექსპონატები და მოისმინეს საინტერესო ისტორიები. მოსწავლეებმა მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად რუსთაველზე გაისეირნეს და დედა ენის ძეგლთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად