სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქციის - „ღამე მუზეუმში“ფარგლებში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
22-05-2019
-
+


ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქციის - „ღამე მუზეუმში“ფარგლებში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში გამართულ აქტივობებში მონაწილეობდნენ. 

სკოლის აღსაზრდელები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებში, შემეცნებითი თამაშებში, კოსტიუმირებულ და მუსიკალურ წარმოდგენებში ჩაერთნენ და მუზეუმის ვიზიტორების წინაშე საუკეთესოდ წარსდგნენ.

„სკოლა წლების განმავლობაში ატარებდა გაკაქტიონ ტაბიძის სახელს, დღეს ასე აღარ არის, მაგრამ უკვე დაწყებულია პროცედურა და გალაქტიონ ტაბიძის სახელი დაგვიბრუნდება, ამიტომ ამ მუზეუმთან სხვა დამოკიდებულება გვაქვს და მის აქტივობებში აქტიურად ვართ ჩართულები. „ღამე მუზეუმის“ ფარგლებში ძალიან ბევრი აქტივობა გაიმართა, მოსწავლეებმა დახატეს, თემების კონკურსში მონაწილეობდნენ, შეასრულეს ფოლკლორული და საესტრადო სიმღერებიც და საზოგადოების წინაშე ეროვნული სამოსითაც წარდგნენ. სკოლის აღსაზრდელები ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორების და სტუდენტების წარმოდგენილ ვიქტორინაში მონაწილეობდნენ, სადაც თავი წარმოაჩინა სკოლის „ეტალონმა“ მოსწავლემ და საჩუქრებიც დაიმსაუხა. ბავშვებმა დიდი სიამოვნება მიიღეს. ასეთი აქტივობები აუცილებელია მოსწავლეთა სულიერი განვითარებისთვის, ამაღლებისთვის და განწყობის შესაქმნელად“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი. 

გთავაზობთ სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის ილია ღვინიანიძის მხატვრულად წაკითხულ ლექსს, რომელმაც მუზეუმში გამართულ კომპოზიციაში ტიციანის როლი შეასრულა.



აქცია „ღამე მუზეუმში“ - 2005 წლიდან ევროსაბჭოს პატრონაჟით, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება.

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება