| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის 166-ე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა ბოლო ზარი აღნიშნეს. გაცილების ღონისძიება სკოლის ეზოში გაიმართა, სადაც ფერად ზეიმს პერიოდულად სიხარულისა და სევდის ცრემლები ანაცვლებდა.
მეთორმეტე კლასის მოსწავლე, ეკა ზერეკიძე „ეტალონთან“ საკუთარ შთაბეჭდილებებზე საუბრობს.
„166-ე საჯარო სკოლაში გატარებული 12 წელი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მოგონებებთან ასოცირდება. დღევანდელ სიხარულს თან ახლავს სევდაც, რადგან ის გარემო, რაც მქონდა კლასელებთან ერთად, აღარასდროს განმეორდება.
ჩემს კლასელებს ვუსურვებ იყვნენ წარმატებულები და არ დაგვეკარგოს ის სიყვარული, რაც ახლა ერთმანეთის მიმართ გვაქვს.“- აღნიშნა ეკა ზერეკიძემ.
სკოლის დირექტორმა, ირმა ომანაძემ ბოლო ზარის მთავარი ფიგურანტები ყველაზე ფერად, პრაგმატულ და კრეატიულ მომავალ თაობად შეაფასა. უკვე ყოფილ მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათთან ერთად გატარებული შემეცნების თორმეტი წელი, თავისი სირთულეებითა და „გამარჯვებებით“ ძალიან მნიშვნელოვანია.
„ნებისმიერ მეთორმეტე კლასელს ვულოცავ ამ არაჩვეულებრივ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს. ცამეტი წელია სკოლის დირექტორი ვარ, ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც პირველი კლასიდან მივიღე. მათთან ერთად დრო ძალიან კარგად გავატარე და ახლაც ემოციები სჭარბობს ჩემში.
არაჩვეულებრივი თაობა მოდის, ძალიან კრეატიულები არიან, ზუსტად იციან რა უნდათ და ვფიქრობ, რომ წარმატებულები იქნებიან. საკმაოდ კარგი აკადემიური შედეგებიც გვაქვს. შარშან 11 ოქრო და 5 ვერცხლი იყო, წელს 6 ოქროს და 5 ვერცხლს ველით.
ჩემს მოსწავლეებს ვუსურვებ ულამაზეს მომავალს. მათზეა დამოკიდებული თუ რამდენად განვვითარდებით და როგორი სიბერე გვექნება.
რაც შეეხება პირველკლასელებს, მათ მთელი გულით ველით და ვფიქრობ, კარგ საგანმანათლებლო სივრცეს შევთავაზებთ.“- განაცხადა ირმა ომანაძემ „ეტალონთან“ საუბარში.
166-ე საჯარო სკოლაში დღეის მონაცემებით 1430 მოსწავლე ირიცხება, სექტემბრიდან კი სკოლა 100 პირველკლასელს მიიღებს.
120 სკოლადამთავრებულის გაცილებას, დღეს ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად