| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დუშეთის მუნიციპალიტეტის ლამოვანის საჯარო სკოლას კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საგანგებო პროგრამით ეწვია.
პროგრამა ორი კომპონენტისგან შედგებოდა, რომელიც ეხებოდა შემდეგს:
„ილია - ევროპელი“, გამოფენაზე წარმოდგენილ საინფორმაციო ბანერებსა და ფოტოებზე საინტერესო ფაქტები მოსწავლეებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა ნესტან ბაგაურმა გააცნო.
სარესტავრაციო საგანმანათლებლო პროგრამა „წიგნის აღდგენის ტექნოლოგია“- წიგნის რესტავრაციის საინტერესო ეტაპები მოსწავლეებმა თვითონ გაიარეს ლაბორატორიის რესტავრატორების დახმარებით. პრაქტიკულ სამუშაოს წინ უძღვოდა საინტერესო ვიდეო რესტავრაციის არსზე, პროცესსა და მნიშვნელობაზე. პროცესს უძღვებოდა ლაბორატორიის ხელმძღვანელი რევაზ კლდიაშვილი.
სკოლის ადმინისტრაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ლამაზი და საინტერესო დღისთვის და საუკეთესო საჩუქრებისთვის მადლობას უხდის.
აღნიშნული გამოფენა სკოლაში იქნება 24 აპრილამდე, გამოფენის ნახვის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ლამოვანის საჯარო სკოლის დირექციასს.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო