სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორი ამინდები იქნება უახლოეს დღეებში - „მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, შესაძლებელია სეტყვაც“
11-04-2019
-
+


საქართველოს მასშტაბით უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსამდე იქნება, საღამოს საათებში უმეტეს რაიონში კი ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

„ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელ-ჭექით. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით დასავლეთ საქართველოში დაიკლებს და მაქსიმალური ტემპერატურა 18-დან 21 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში 19-24 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

რაც შეეხება 13 და 14 აპრილს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდენელი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში მოიმატებს 28 გრადუსამდეც, მთაში 24 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება არამდგრადი ამინდები მოსალოდნელია, ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ნარჩუნდება 20-25 გრადუსამდე.

დედაქალაქში დღეს არის არამდგრადი ამინდი, ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ხვალ უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 20-21 გრადუსი, ხოლო შაბათ-კვირას საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20-დან 22 გრადუსამდეა მოსალოდენელი“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება