| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N29 საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია მოკლე ჩართვის გამო განხორციელდა.
როგორც თბილისის ბაგა-ბაღაების სააგენტოში etaloni.ge-ს განუცხადეს,შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება.
„მოკლე ჩართვა მოხდა ელექტროგამანაწილებელზე, მაგრამ სახანძრო დეტექტორებმა იმუშავა, ჩართო განგაში და ძალიან მოკლე დროში მოხდა ცეცხლის ლოკალიზება. რეალურად, დაკვამლიანება უფრო იყო, ვიდრე ხანძარი. ელექტრო ჩამრთველი დაიწვა. ბავშვები სწრაფადვე გაიყვანეს ეზოში და შენობას გააცილეს. ასევე, ბავშვების წასაყვანად დაუკავშირდნენ მშობლებს. სასწავლო პროცესი ორშაბათამდე არ განახლდება, ამ დროში კი ელექტრო ქსელს და ელექტროგამანაწილებელ სისტემას აღადგენენ“, - განაცხადეს სააგენტოში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ